ინტერის ფორვარდი დიეგო მილიტო დარწმუნებულია, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კლუბის ხელმძღვანელების, ფეხბურთელებისა და ფანების ერთად დგომაშია.
საიდუმლო არაა ის, რომ "ნერიაძურის” მძიმე დროება უდგას. "ინტერი” მისთვის შესაფერის თამაშს ვერ უჩვენებს, გუნდი პრესის მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშაა.
"ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ, თუმცა დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთად დგომაშია. ამ ეტაპზე ერთიანობა გვჭირდება. ხელმძღვანელები, ფეხბურთელები, ფანები უნდა გავერთიანდეთ, რათა ერთად ვიმუშაოთ და ერთად გადავლახოთ სირთულეები. ასეთ დროს ფეხბურთელები პასუხისმგებლობას არასდროს გაურბიან”,
"გვინდა ამ სიტუაციას თავი მალე დავაღწიოთ. ვიმედოვნებ, ყველა მატჩი 3 ქულას ავიღებთ დარწმუნებული ვარ, რომ ფანები არავითარ შემთხვევაში არ მიგვატოვებენ”, – დაასრულა "ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა საუბარი .
|