მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის "კალიარისთან" თამაშის გარდა სხვაზე არაფერზე ფიქრობს. "მე სულაც არ ვფიქრობ, თუ რა შანსები გვაქვს მესამე ადგილზე გასასვლელად. მხოლოდ შემდგომ თამაშზე ვფიქრობ, რომელიც "კალიარისთან" გვაქვს.
ჩემს ფეხბურთელებს ასევე ვაფრთხილებ, არ იფიქრონ კლუბის სატურნირო მდგომარეობაზე. მხოლოდ თამაშზე და მის მოგებაზე უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა სტრამაჩონიმ.
მწვრთნელმა კომენტარი ბალოტელის იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა.
"მარიო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ახლა მე მხოლოდ ჩემი მოთამაშეები მაინტერესებს. რატომ უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. მას ჩემს გუნდში ჯერ არ უთამაშია", - განაცხადა მწვრთნელმა.