როგორც ჩანს, მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა სტრამაჩიონის შენარჩუნებას გეგმავს.
მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ ხოსეპ გვარდიოლა სეზონის ბოლოს "ბარსელონას” დატოვებს, უცხოურ პრესაში ესპანელი სპეციალისტის ერთ-ერთ მომდევნო სამუშაო ადგილად "ინტერი” სახელდება.
"ჩემი აზრით, გვარდიოლა პაუზას აიღებს, – საუბრობს მორატი. – რაც შეეხება მომავალს, მე მხოლოდ სტრამაჩიონზე ვფიქრობ, რომელმაც კლუბში მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო. "კალიარისა” და "ფიორენტინას” წინააღმდეგ იდეალურად არ გვითამაშია, თუმცა ანდრეამ კლუბს ის გამბედაობა დაუბრუნა, რაც ესოდენ საჭიროა სულისკვეთებისთვის”.