ინტერი, არსენალი და რეალი ეს ის კლუბები არიან, რომლებსაც ჩემი შეძენა აქვთ გადაწყვეტილი." - განაცხადა მვილამ Canal + თან ინტერვიუში. "ისინი დიდი კლუბები არიან. თუ მწვრთნელი მოგიწოდებს შენ და მას სურს შენი თამაშით დაეხმარო მის კლუბს და მითუმეტეს თუ ეს მწვრთნელი ფრანგია, ეს ცვლის ყველაფერს. დიდ კლუბში თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რადგან მსურს ადგილი ნაკრებშიც დავიმკვიდრო."
მვილას ასევე იმ ჭორებსაც უპასუხა, რაც მასა და მადრიდის რეალზე იყო შეთხზული. თითქოს მას ჟოზე მოურინიო პირადად ესაუბრა და მისი ბერნაბეუზე თამაში მომავალ სეზონს განაღდებული იყო.
"მოურინიომ დამირეკა ? მან არ იცის ჩემი ნომერი, მაგრამ თამაში რეალში? ჰო ეს ნამდვილად ვულკანის აფეთქების მაგვარი იქნებოდა. ძნელია უარი თქვა ისეთ გუნდზე, სადაც კაკასა და ბენზემას გვერდით მოგიწევს თამაში." დაასრულა ფრანგმა ნახევარმცელმა.
|