ორი მილანური გრანდი - "ინტერი” და "მილანი” - სერიოზულად არიან დაინტერესებული იაპონიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯის, ეიძი კავაშიმას შეძენით.
29 წლის იპონელი ამჟამად ბელგიური "ლიერსის” ღირსებას იცავს, თუმცა, Football Italia-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის იტალიურ კლუბში გადაბარგდება.
"კაგავა და კავაშიმა "ინტერში” გადმოსასვლელად მზად არიან. პირად საუბარში ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ სერია A-ში თამაში უნდათ” - განაცხადა "ინტერის” კიდევ ერთმა იაპონელმა ლეგიონერმა იუტო ნაგატომომ.
თავის მხრივ, "მილანი” ასაკში შესული კრისტიან აბიატის შემცვლელს ეძებს და თვალი ამ კლუბის ხელმძღვანელობამაც კავაშიმას დაადგა, რომელმაც 2010 წლიდან დღემდე "ლიერსის” შემადგენლობაში 61 მატჩი ჩაატარა, ხოლო იაპონიის ნაკრების ღირსება 2008 წლიდან დღემდე 29 შეხვედრაში დაიცვა.
|