შესაძლოა, მილანის "ინტერს” სათავეში იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი – ჩეზარე პრანდელი ჩაუდგეს. Football Italia-ს ცნობით, "ნერაძურის” ხელმძღვანელებს იტალიელი სპეციალისტის მიწვევა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სურთ. გარდა ამისა, მილანელები მარსელო ბიელსას ("ბილბაო”), ლორან ბლანისა (საფრანგეთის ნაკრები) და ლუჩიანო სპალეტის ("ზენიტი”) კანდიდატურებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 33 ტურის შემდეგ, "ინტერი” სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და 49 ქულა აქვს. არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ მილანელები ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩნენ.
|