მილანის ინტერის თადვდამსხმელის, აგენტმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ვითომდა დიეგო ფორლანი ბრაზილიაში უნდა გადასულიყო.
ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორლანით დაინტერესებული იყო ორი ბრაზილიური კლუბი, კორინთაინსი და ატლეტიკო მინეირო, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა, დიეგო ბოლოტნიკოფმა, განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ აპირებს დატოვოს ნერაძური.
"მე არ მისაუბრია არცერთ ბრაზილიურ კლუბთან ჩემი კლიენტის ტრანსფერის თაობაზე. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ძალიან მალე ფორლანი დაბრუნდება სამხეთ ამერიკაში სათამაშოდ. დიეგოს არასოდეს გასჩენია სურვილი ბრაზილიაში სათამაშოდ. მას ამჟამად სურს დარჩეს ინტერში." - განაცხადა ბოლოტნიკოფმა.
|