Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მილანის "ინტერის” მცველ ანდრეა რანოკიას გადაბირებას შეეცდება.
გამოცემის ცნობით, "იუვენტუსი” ფეხბურთელის იჯარით აყვანას ეცდება, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. "ბებერი სინიორას” გარდა 24-წლის მცველით ინტერესს ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიც” იჩენს.
ცნობისთვის, რანოკიას იტალიის ეროვნულ ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩატარებული, ფეხბურთელი "ინტერის”ღირსებას 2011 წლიდან იცავს.
|