კვირა, 22.12.2024, 22:43
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » სერია ა
21:22
სერია ა
2004-05 წლის სეზონიდან მოყოლებული იტალიის სერია ა-ს გათამაშებაში მონაწილეობს 20 გუნდი (მანამდე მონაწილეობდა 16 და შემდეგ 18 ან 20 გუნდი. 1947-48 წლის სეზონში, პოლიტიკური გადაწყვატილების გამო მონაწილეობდა 21 გუნდი).

18 გუნდი = 1929–1934

16 გუნდი = 1934–1943

მეორე მსოფლიო ომი =1943–1945

სერია ა და ბ ერთად= 1945–1946

20 გუნდი = 1946–1947

21 გუნდი = 1947–1948

20 გუნდი = 1948–1952

18 გუნდი = 1952–1967

16 გუნდი = 1967–1988

18 გუნდი = 1988–2004

20 გუნდი = 2004–დღემდე

2004 წლიდან ყოველი სეზონის ბოლომდე თითოეულ გუნდს უწევს 38 სერია ა-ს მატჩის ჩატარება და საუკეთესო ქულათა მაჩვენებლის გუნდი ხდება სერია ა-ს ტიტულის – სკუდეტოს მფლობელი. სეზონის მანძილზე გუნდები ერთმანეთს ორჯერ ხვდებიან, საშინაო და გასვლით შეხვედრებში. სეზონის პირველ ნახევარში გუნდებს უწევს 19 მატჩის გამართვა, იტალიაში პირველი წრის მატჩებს andata-ს ეძახიან, ხოლო მეორე წრის 19 მატჩს ritorno-ს.

მატჩები იმართება ყოველი კვირის ბოლოს (ვიკენდზე), გარდა ოფიციალური საერთაშორისო შესვენებებისა. როგორც წესი ორი თამაში ტარდება შაბათს, ერთი შედარებით ადრე, მეორე ცოტა უფრო მოგვიანებით. დანარჩენი მატჩები კი იმართება კვირას დღის მეორე ნახევარში, იტალიის დროით 15 საათზე, ხოლო ერთი შედარებით გამორჩეული მატჩი კი გვიან საღამოს 20:45 ადგილობრივი დროით. ასევე არსებობს შუა კვირის თამაშები, რომელიც ოთხშაბათობით იმართება და ტარდება 9 თამაში, ხოლო ბოლო მე-10 მატჩი კი ხურთშაბათსაა.

ქულათა სისტემა

1994-95 წლის სეზონიდან, თითო გამარჯვებისათვის გუნდს ეწერება 3 ქულა, ფრის შემთხვევაში 1 ქულა, ხოლო მარცხის შემთხვევაში 0 ქულა (მანამდე გამარჯვებისათვის 2 ქულა იწერებოდა). 2005-06 წლის სეზონიდან, იმ შემთხვევაში, თუ სეზონის ბოლოს ორი გუნდი დააგროვებს ერთნაირი რაოდენობის ქულებს, უპირატესობა ენიჭება ურთიერთშეხვედრებს. ხოლო თუ ურთიერთშეხვედრებშიც გუნდებს თანაბარი მაჩვენებელი აქვს, მაშინ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ მიერ სეზონის მანძილზე საერთო ჯამში გატანილ და გაშვებული გოლებს, შემდეგ კი უფრო მეტ გატანილ გოლს. თუ სეზონის ბოლოს ცხრილში თანაბარი რაოდენობის ქულა აქვს ორ გუნდზე მეტს, ამ შემთხვევაში ითვლება მათი ურთიერთშეხვედრების ქულების საერთო ჯამი, ხოლო თუ ერთნაირია, შემდეგ კი გატანილი და გაშვებული გოლები.

2005-06 წლის სეზონამდე კი შემდეგი წესი მოქმედებდა: თანაბარი რაოდენობის ქულის დაგროვების შემთხვევაში, იტალიის ჩემპიონის, ევროზონაში მოსახვედრი ან გასავარდნი გუნდის ბედი უნდა გადაეწყვიტა დამატებით მატჩს, ეგრედ წოდებულ "ტაიბრეიკის”, რომელიც გაიმართებოდა ერთნაირი ქულების მქონე გუნდებს შორის. ეს წესი არ მოქმედება იმ შემთხვევაში თუ იმ წელს ემთხვეოდაა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი და იტალიის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა მასში.

სატურნირო ცხრილი

სეზონის ბოლოს ქულათა საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდი ხდება იტალიის ჩემპიონი – სკუდეტოს მფლობელი და ცხრილში მეორე მაჩვენებლის მქონე გუნდთან ერთად ავტომატურად იკავებს ადგილს მომდევნო წლის ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. მესამე ადგილოსან გუნდს კი ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოსაპოვებლად უწევს საკვალიფიკაციო რაუდნის გამართვა სხვა ქვეყნის წარმოამდგენელ შესაბამისი სტატუსის მქონე გუნდთან. (2012-13 წლის სეზონამდე, იტალიელებს ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდი გაჰყავდათ, 2012-13 წლის სეზონიდან ეს უფლება უეფას გადაწყვეტილებით გერმანიას მიენიჭა). მეოთხე და მეხუთე ადგილოსანი გუნდები, კი ავტომატურად ხვდებიან ევროპის ლიგის ტურნირზე. მეექვსე ადგილოსანი გუნდიც შესაძლებელია მოხვდეს ევროპის ლიგის გათამაშებაში, იმ შემთხვეაში, თუ იტალიის თასის გამარჯვებულს ან ფინალისტს სეზონის შედეგების მიხედვით სატურნიორო ცხრილში უკვე მოპოვებული აქვს ადგილი ევროტურნირზე, ვინაიდან იტალიის თასის მფლობელი ავტომატურად ხვდება ევროპის ლიგის ტურნირზე, ხოლო თუ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით "კოპა იტალიას” მფლობელს აქვს ადგილი მოპოვებული ევროტურნირზე, მაშინ ევროპის ლიგაზე ადგილი იტალიის თასის ფინალისტს ეთმობა. ჩემპიონატის ბოლოს სამი ყველაზე უფრო დაბალ ქულიანი გუნდი ტოვებს სერია ა-ს და გადაინაცვლებს უფრო დაბალ ლიგაში, სერია ბ-ში, ხოლო სერია ბ-ს პირველი სამეული სერია ა-ში დაიკავებს ადგილს. ტრადიციულად, ჩემპიონატში 40 ქულის დაგროვება საკმარისია იმისათვის, რათა გუნდმა ადგილი შეინარჩუნოს უმაღლეს ლიგაში.

იტალიის დროშა და ოქროს ვარსკვლავი

სკუდეტოს მფლობელ გუნდს მომდევნო წლის გათამაშებაში საფეხბურთო მაისურზე მიკვრული აქვს იტალიის დროშა, რაც გამოხატავს ქვეყნის ჩემპიონობას. თავისი აღმნიშვნელი ინიციალი აქვს იტალიის თასის მფლობელი გუნდის ფორმასაც. ამასთან, თითო ათეული ჩემპიონობისათვის, გუნდს მაისურზე გამოსახული აქვს ერთი ოქროსფერი ვარსკვლავი.

იტალიის ჩემპიონატის საერთო შედეგების მიხედვით:

ტურინის "იუვენტუსმა” პირველი ოქროს ვარსკვლავი 1958 წელს გამოისახა მაისურზე, რაც 10გზის იტალიის ჩემპიონობას ნიშნავდა, ხოლო მეორე ოქროს ვარსკვლავი კი 1982 წელს.

მილანის "ინტერს” და მილანის "მილანს” თავთავიანთ ფორმაზე თითო ვარსკვალვი აქვთ, შესაბამისად 1966 და 1979 წლებში გამოსახული.
ნანახია: 631 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 interelia  
0
sg. Didebuli statiaa.

2 nerazuri  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter