სერია A-ს 35-ე ტურის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაში ის შეიცვალა, რომ „იუვენტუსმა" ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ყველაზე საინტერესო ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაა. ერთ საგზურს ერთმანეთს 4 გუნდი ეცილება და ამჟამად, ოთხივე მათგანს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვს.
ტურის ცენტრალური მატჩი უდინეში გაიმართა, სადაც, დიდი უპირატესობის მქონე „უდინეზემ" „ლაციო" დაამარცხა და რომაელები 3 საფეხურით დააქვეითა. მასპინძლებმა ანგარიში 69-ე წუთზე, დომიცის ფლანგური გადაცემისა და დი ნატალეს ზუსტი დარტყმის წყალობით გახსნეს. მე-3 დამატებულ წუთზე, მასპინძლებმა დედაქალაქელები კონტრშეტევაზე დაიჭირეს, რასაც მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე პერეირას შორეული დარტყმა მოჰყვა და ბურთი წინ წასული მარკეტის მიერ მიტოვებულ კარში შეგორდა.
იოლად მოიგეს „იუვემ" და „მილანმა". „ბებერმა" ქალბატონმა სერია B-ში სათამაშოდ გამზადებული „ნოვარა" 4:0 გაანადგურა. ტურინელებმა ანგარიში ე-16 წუთზე, ძალიან ლამზი გოლით გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან, პირლომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო კარისკენ ზურგით მდგომმა ვუჩინიჩმა ქუსლით დაარტყა და მას ადგილი მეკარისგან ზედა მარჯვენა კუთხეში მიუჩინა. დაახლოებით ნახევარ საათში, ჯაკერინიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მას ბორიელო გამოეხმაურა და სტუმრების უპირატესობას სოლიდური სახე მიეცა.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში, ვუჩინიჩს მეკარემ კი აუღო, მაგრამ ვიდალმა დამატებაზე ივარგა. წერტილი შეხვედრას მაინც ვუჩინიჩმა დაუსვა. ტურინელთა მე-14 ნომერმა დაახლოებით 8 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.
მეტოქეს 4 გოლი გაუტანა „მილანმაც", რომლის საჩემპიონო შანსებიც უფრო და უფრო მცირდება. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გოლის გატანა მოახერხა ანტონიო კასანომ, რომელმაც 26-ე წუთზე, მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა. სამ წუთში, კასანოს გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა იბრაჰიმოვიჩმა ახლო კუთხეში, მაგრამ ძლიერად დაარტყა და ანგარიში 0:2 გახადა.
83-ე წუთზე, ბოგდანიმ ერთი ბურთი გაქვითა, რასაც „მილანის" გააქტიურება და მასპინძელთა კარში კიდევ გოლის გატანა მოჰყვა.
ბოლონია-ჯენოა 3:2 (2:0)
ბოლონია, "რენატო დალ არა” 18000
ბოლონია (3-4-3): ალიარდი, რაგი (ანტონსონი 70), პორტანოვა, ჩერუბინი, გარიკსი, ტაიდერი, მუდინგაი, მორლეო, რამირესი (ბელფოდილი 64), დი ვაიო, დიამანტი (კონე 83).
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
ჯენოა (4-4-2): ფრეი, მესტო, გრანქვისტი, კალაძე, მორეტი, როსი (ზე ედუარდო 69), კუჩკა, ბელუსკი (ხორკერა 61), ბირსა (ბიონდინი 46), სკული, პალასიო.
მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
გოლები: 1:0 პორტანოვა (24), 2:0 რამირესი (38), 2:1 პალასიო (59), 3:1 გარიკსი (67), 3:2 ხორკერა (77).
გაფრთხილებები: მუდინგაი 85 - მორეტი 39, როსი 41, მესტო 76, სკული 90+3.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 6 (4)-12 (6), კუთხური: 3-11, თამაშგარე: 3-4, სეივი: 5-3, ჯარიმა: 11-24.
ინტერი-ჩეზენა 2:1 (0:0)
მილანი, "ჯუზეპე მეაცა” 43000
ინტერი (4-3-2-1): კასტელაცი, მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო, გუარინი, კამბიასო, ობი, ალვარესი (სარატე 66), სნეიდერი (პოლი 80), პაცინი (მილიტო 61).
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.
ჩეზენა (5-3-2): ანტონიოლი, ჩეკარელი (ჯოკოვიჩი 85), ბენალუანე, ფონ ბერგენი, როდრიგესი, კომოტო (რაფაელ მარტინიო 64), სანტანა, გუანა, პაროლო, მუტუ (პოლი 75), იაკინტა.
მწვრთნელი: მარიო ბერეტა.
გოლები: 0:1 ჩეკარელი (57), 1:1 ფონ ბერგენი (59, ს.კ), 2:1 სარატე (72).
გაფრთხილებები: ბენალუანე 42, სანტანა 62.
მსაჯი: ანდრეა რომეო.
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 26 (11)-11 (5), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 7-5, სეივი: 3-9, ჯარიმა: 13-13.
ატალანტა-ფიორენტინა 2:0 (1:0)
ბერგამო, "ატლეტი აძური” 15000
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბელინი, ლუჩინი, მანფრედინი, პელუზო, სკელოტო (რაიმონდი 59), კაცოლა, კარმონა, ბონავენტურა (ადრიანო 71), მორალესი (გაბიადინი 78), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო, კამპორეზე, ნატალი, ნასტასიჩი, კასანი (დე სილვესტრი 64), ხარჯა, ბეჰრამი (სალიფუ 46), ლაცარი, პასკუალი, ლიაიჩი (აკოსტი 56), იოვეტიჩი.
მწვრთნელი: დელიო როსი.
გოლები: 1:0 დენისი (11), 2:0 ბონავენტურა (51).
67-ე წუთზე, იოვეტიჩმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: კაცოლა 59, რაიმონდი 66, მანფრედინი 72, პელუზო 75 - კასანი 38, კამპორეზე 40.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 7 (6)-6 (2), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 12-13.
ნოვარა-იუვენტუსი 0:4 (0:2)
ნოვარა, "სილვიო პიოლა”
ნოვარა (4-3-2-1): ფონტანა, დელაფიორე (სილვა 46), პაცი, ლისუცო, გარსია, პორკარი, პესცე, ჯემიტი, რიგონი, მაცარანი (რადოვანოვიჩი 67), კარაჩოლო (მორიმოტო 51).
მწვრთნელი: ატილიო ტესერი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი (პადოინი 56), პირლო, მარკიზიო (დე ჩელიე 60), ჯაკერინი, ბორიელო, ვუჩინიჩი (ელია 65).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (16), 0:2 ბორიელო (40), 0:3 ვიდალი (50), 0:4 ვუჩინიჩი (64).
გაფრთხილება: პესცე 59.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 7 (2)-19 (12), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 7-2, ჯარიმა: 18-8.
სიენა-მილანი 1:4 (0:2)
სიენა, "არტემიო ფრანკი”
სიენა (4-4-2): ბრკიჩი, ვიტიელო, როსეტინი, ტერცი (კონტინი 36), დელ გროსო, გროსი (ბოგდანი 65), ვერგასოლა, გაცი, ბრიენცა, დესტრო, ლარონდო (ბოლცონი 54).
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, ბონერა, იეპესი, მესბა, გატუზო (ნოჩერინო 75), ვან ბომელი, მუნტარი (აკვილანი 60), ბოატენგი (ელ შაარავი 80), კასანო, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: 0:1 კასანო (26), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (29), 1:2 ბოგდანი (83), 1:4 ნოჩერინო (90), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (90+4).
გაფრთხილებები: ტერცი 16, დელ გროსო 40 - გატუზო 50, ვან ბომელი 79.
მსაჯი: კლაუდიო ბრიგი.
ბურთის ფლობა: 28%-72%, დარტყმა: 7 (5)-8 (7), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-8.
ლეჩე-პარმა 1:2 (0:0)
ლეჩე, "ვია დელ მარე”
ლეჩე (3-5-2): ბენასი, ტომოვიჩი, ესპოზიტო, მილიონიკო, ბლაზი, დელვეკიო, ჯაკომაცი (ობოდო 60), ბერტოლაჩი (ოდო 46), დი მატეო, მურიელი (სეფეროვიჩი 73), დი მიკელე.
მწვრთნელი: სერსე კოზმი.
პარმა (3-5-2): მირანტე (პავარინი 61), ფელჩერი, პალეტა, ლუკარელი, ჟონათანი (ბიაბიანი 60), ვალიანი, ვალდესი, გალოპა, გობი, ფლოკარი, ჯოვინკო (ოკაკა ჩუკა 81).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლები: 0:1 ჯოვინკო (67), 0:2 პალეტა (78), 1:2 ტომოვიჩი (83).
გაფრთხილებები: მილიონიკო 42, ესპოზიტო 72 - ფელჩერი 50, გობი 75.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 12 (5)-10 (2), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-4, სეივი: 0-3, ჯარიმა: 12-19.
უდინეზე-ლაციო 2:0 (0:0)
უდინე, "ფრიული”
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი, ალ მუტაქი, დანილო, დომიცი, ბასტა, პინცი, ასამოა, აბდი (პერეირა 59), პასკუალე, ფაბრინი (ფერნანდესი 72), დი ნატალე (ტორხე 78).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი, კონკო, ბიავა (დიაკიტე 43), დიასი, სკალონი, გონსალესი, ლედესმა, მათუსალემი (კანა 37), გარიდო (კოზაკი 70), მაური, როკი.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
გოლები: 1:0 დი ნატალე (69), 2:0 პერეირა (90+3).
გაფრთხილებები: აბდი 24, ფაბრინი 39, პინცი 45+1, დი ნატალე 74, ალ მუტაქი 83 - მათუსალემი 20, კანა 51, სკალონი 90+9.
გაძევება: დიასი 90+4.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 15 (10)-5 (2), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-8, ჯარიმა: 17-22.
|