კატალონიის ბარსელონას თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ "ბლაუგრანას" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ინფორმაციას უახლოეს მომავალში დაადასტურებს კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი.
Sky Sports–ის მტკიცებით, ფეხბურთელების, კლუბის ხელმღვანელობისა და ქომაგების თხოვნის მიუხედავად, 41–წლის სპეციალისტმა არ ისურვა ხელშეკრუელების გაგრძელება მშობლიურ გუნდთან.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით ბარსამ ოთხი სეზონი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში მოიგო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, თან რამოდენიმეჯერ. ბევრი ექსპერტი პეპის ფორმაციის "ბლაუგრანას" ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდათ მიიჩნევს.
ჟურნალისტების აზრით, გვარდიოლას შემდეგი გაჩერება მილანის ინტერი ან რომელიმე ინგლისური გრანდი იქნება.
თავად პეპის ადგილზე კი მარსელო ბიელსას, ლორან ბლანისა და ანდრე ვილა ბოაშის კანდიდატურებს განიხილავენ.
|