ტურის გმირი ტურის გმირი ვესლი სნეიდერი გახლავთ, რომელმაც საუკეთესო თამაში ჩაატარა მიმდინარე სეზონში და "ინტერს" "უდინეზესთან" ძალიან საჭირო გამარჯვება მოუტანა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, მილანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას დაუბრუნდა, რასაც უკვე აღარავინ მოელოდა.
სნეიდერის პირველი გოლი დიდწილად სამირ ჰანდანოვიჩის შეცდომამ განაპირობა. აი, მეორე ეპიზოდში კი ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა შესანიშნავად ითამაშა, კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და საოცრად ლამაზი გოლი გაიტანა. ვესლიმ ჟურნალისტებს მოკლე კომენტარიც მისცა და ბოლოს, სიტყვა ტურის გმირს გადავცეთ:
"ვგრძნობ, რომ ფორმაში შევდივარ და ეს ძალიან მახარებს. პირადად მე, მაშინაც მჯეროდა სამეულში შესვლის, როდესაც ყველამ ერთხმად ჩამოგვწერა. მთავარია, ყველა დარჩენილი თამაში მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ მიზანს მივაღწევთ".
|