ფონტანა (ნოვარა) - გრანკვისტი (ჯენოა), ლიზუძო (ნოვარა), ლუსიო (ინტერი) - ინლერი (ნაპოლი), ლაძარი (ფიორენტინა), მორალესი (ატალანტა), სნეიდერი (ინტერი) - ჯოვინკო (პარმა), იბარბო (კალიარი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ტურის სიმბოლურ ნაკრებში ტრადიციულად სამი ფორვარდია, რომლებზეც ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მოდის. გოლები იბარბომ და იოვეტიჩმა გაიტანეს, საგოლე პასები კი სება ჯოვინკომ მიითვალა აქტივში. შედეგად, "კალიარიმ", "ფიორენტინამ" და "პარმამ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს და საჭირო ქულები ჩაიწერეს აქტივში.
ნახევარმცველთა შორის ვესლი სნეიდერი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც დაუბრუნდა "ინტერის" სასტარტო შემადგენლობას და ეს დაბრუნება დუბლით აღნიშნა. "ნაპოლის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გეკჰან ინლერმა და ისიც რჩეულთა შორისაა...
შვეიცარიელის გვერდით ლაძარის და მორალესს ვხედავთ, რომლებმაც საუკეთესო თამაშები ჩაატარეს მიმდინარე სეზონში. კარში ვეტერანი კიპერი, ფონტანა დგას, რომელმაც "ნოვარას" მიერ "ლაციოს" ძლევაში ლომის წილი დაიდო; დაცვაში კი გრანკვისტი, ლიზუძო და ლუსიო გამოირჩნენ - ეს უკანასკნელი "უდინეზესთან" პაექრობაში შეუდარებელი იყო.
|