ორშაბათი, 23.12.2024, 03:15
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » ვინ არის სტრამაჩიონი?
20:28
ვინ არის სტრამაჩიონი?

მილანის "ინტერს” სათავში ახალგაზრდა ანდრეა სტრამაჩიონი ჩაუდგა. ვინ არის ეს იტალიელი სპეციალისტი და რა გზა განვლო მან აქამდე, ამის შესახებ ახლა მოგითხრობთ.

ანდრეა სტრამაჩიონი 1976 წლის 9 იანვარს იტალიის დედაქალაქ რომში დაიბადა. ანდრეას ბავშვობიდანვე ჰქონდა ფეხბურთელად გახდომის სურვილი და "ბოლონიაში” მცველადაც თამაშობდა, თუმცა მოთამაშის კარიერა არ აეწყო, რაშიც გადამწყვეტი როლი მუხლის სერიოზულმა ტრავმამ ითამაშა. ამრიგად, სტრამაჩიონიმ მოთამაშის კარიერა 19-წლის ასაკში (1994–95 წლების სეზონში) დაასრულა, თუმც ფეხბურთელმა პროფესიონალურ დონეზე თამაში მაინც ვერ მოასწრო.

პენსიაზე გასვლის შემდეგ სტრამაჩიონიმ საფეხბურთო მწვრთნელობა მოინდომა და სამოყვარულო გუნდებში მუშაობა დაიწყო. 25-წლის ასაკში ანდრეამ რომში დაარსებულ ახალგაზრდულ გუნდ "Az Sport”-თან ერთად პროვინციის ტიტული მოიგო. 2003 წელს სტრამაჩიონიმ ახალგაზრდა მწვრთნელის ლიცენზია აიღო. "Az Sport”-დან ანდრეა "რომულეაში” გადავიდა, სადაც მოყვარულ ფეხბურთელთა შორის სკუდეტოს მფლობელი გახდა. ამ გუნდში სტრამაჩიონიმ 2005 წლამდე იმუშავა, შემდეგ მან "რომის” ახალგაზრდულ გუნდში გადაინაცვლა.

დედაქალაქურ კლუბში სტრამაჩიონის მუშაობა წარმატებული გამოდგა. იტალიელმა სპეციალისტმა 2007 წელს ახალგაზრდული ტურნირი მოიგო, 2010 წელს კი სტუდენტების ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

2009 წლის 9 მაისს სტრამაჩიონიმ უეფას მწვრთნელთა A (იტალიაში მეორე კატეგორიის ლიცენზია) კატეგორიის ლიცენზია დაიმსახურა და პრო ლიგების გუნდთა მთავარ ან იტალიის სერია A-სა და სერია B-ს კლუბთა ვიცე-მწვრთნელად მუშაობის უფლება მიიღო. ანდრეას ჯერ კიდევ არ აქვს უეფას პრო ლიცენზია (იტალიის პირველი კატეგორიის ლიცენზია). იმავე დღეს, სტრამაჩიონის მილანის "ინტერის” ახალგაზრდული აკადემიის დირექტორი რობერტო სამადენი შეხვდა და "ნერიაძურიში” მუშაობა შესთავაზა.

2011 წლის ზაფხულში ფულვიო პეამ "ინტერნაციონალე პრიმავერა” დატოვა და "სასუოლოს” მთავარი მწვრთნელი გახდა. სამადენს სტრამაჩიონი გაახსენდა და გუნდში კიდევ ერთხელ მიიწვია. ანდრეა შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა და "რომადან” "ინტერში” გადაინაცვლა.

სტრამაჩიონიმ "ინტერნაციონალე პრიმავერაში” მუშაობის პირველსავე წელს მიაღწია წარმატებას. "ნერიაძურიმ” სტრამაჩიონისთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ტურნირი მოიგო. ამ დროს კი "ინტერის” პირველი გუნდი ღრმა კრიზისში იყო, პრესასი სულ უფრო და უფრო აქტიურად იწერებოდა კლაუდიო რანიერის შესაძლოა გათავისუფლების შესახებ. 60-წლის სპეციალისტის ერთ-ერთ შემცვლელად სტრამაჩიონის კანდიდატურას მოიხსენიებდნენ, თუმცა ამ აზრს მილანური კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა მტკიცედ უარყოფდა.

მიმდინარე წლის 26 მარტს რანიერი "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, ვაკანტურ თანამდებობაზე კი სეზონის ბოლომდე 36-წლის სტრამაჩიონი დანიშნეს, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ანდრეას უეფას პრო ლიცენზია არ აქვს, ამიტომ მას მუშაობა გუნდის მთავარი მწვრთნელების ასისტენტ ჯუზეპე ბარეზისთან ერთად უწევს.

სტრამაჩიონის თავკაცობით "ინტერმა” უკვე ორი მატჩი ჩაატარა: ანდრეას დებიუტი წარმატებული გამოდგა, სერია A-ს 30-ე ტურში "ინტერმა” შინ "ჯენოა” ანგარიშით 5:4 დაამარცხა (იხ. – მილიტომ სტრამაჩიონის დებიუტი გადაარჩინა). ჩემპიონატის 31-ე ტურში კი "ნერიაძური” სტუმრად "კალიარის” ანგარიშით 2:2

ნანახია: 780 | დაამატა: pavlena | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 nerazuri  
0
vnaxot vnaxot ra ici ra xdeba,sheidzleba moratim arc gaushvas,dzaan kai migwevebi qonia am asakshi tan sagol... flag3

2 interelia  
0
tu moratis mounda "pro" licezia sul y l eze ar kidia? :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter