პალერმოს გოლკიპერი ემილიანო ვივიანო თავისი კარიერის ფიორენტინაში გაგრძელებაზე წინააღმდეგი არაა.
"მე თვალი მოვკარი რამდენიმე ინფორმაციას,რომ ფიორენტინაში გადავდივარ.მაგრამ ფლორენციელთა არცერთი წარმომადგენელი მე არ შემხმიანებია",-აცხადებს ვივიანო.
"მიუხედავად ამისა,მე არ დავმალავ,რომ ბავშობიდან ფიორენტინაში თამაში ჩემი ოცნებაა.ასე რომ,თუ ფლორენციელები შემოთავაზებას გამიკეთებენ,მე არაფერს არ დაველოდები და ამ შემოთავაზებას დავთანხმდები".
"შესაძლებელია თუ არა ჩემი ტრანსფერი იუვენტუსში? მე ეს კლუბი ძალიან მომწონს,მაგრამ ვფიქრობ,რომ ბებერი ქალბატონის გულშემატკივრები და მე საერთო ენას ვერ გამოვნახავთ".