ოთხშაბათი, 15.05.2024, 14:34
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 01



მახაჩყალის ანჟის კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტოო მოხარული იქნება, თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეთავაზებას პარიზის პსჟ-სგან მიიღებს და ამ წინადადებას დიდი სიამოვნებით განიხილავს.

 ამის შესახებ 30 წლის კამერუნელმა Canal+-ს განუცხადა. ბევრი რამ მომწონს რუსეთში და ევროპაში დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ, თუმცა, თუკი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი "პსჟ” დამიკავშირდება, ამ წინადადებას დიდი სიამოვნებით განვიხილავ. მთავარი ისაა, რომ საკუთარი სურვილის წინ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 573 | დაამატა: inter | თარიღი: 01.11.2011 | კომენტარი (5)





ინგლისის მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობა არგენტინელი ფორვარდის, კარლოს ტევესის სატრანსფერო ღირებულების დაწევას დათანხმდა.
 მას შემდეგ, რაც ტევესმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მიუნხენის "ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრისას შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა, მან მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის ნდობა დაკარგა. არგენტინელს თავისი საქციელისთვის ჯარიმის სახით ორი კვირის ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს, თუმცა, ინგლისური კლუბი ამით არ კმაყოფილდება და ფეხბურთელის თავიდან მოშორებას აპირებს. Daily Telegraph-ის ცნობით, სიტის ბოსების გადაწყვეტილება იმდენად მყარია, რომ ისინი ტევესის სატრანსფერო ფასის დაწევასაც კი დათანხმდნენ.
 შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქას ითხოვდა. მისი შეძენი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 600 | დაამატა: inter | თარიღი: 01.11.2011 | კომენტარი (4)





მილანის ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ იტალიის სერია A-ს X ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა, საკუთარ მოედანზე, ტურინის "იუვენტუსთან” 1:2 დათმო.

ამასთან, კლუბის ოფიციალურ საიტთან, მან წლევანდელი სეზონის წარუმატებლობის მიზეზად გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი არ მიიჩნია და გულშემატკივრებს იანვრამდე მოცდისკენ მოუწოდა.
ყველა მატჩისთვის ჩვეულ სტილში განვაგრძობთ მზადებას და დარწმუნებული ვარ, მალე შედეგიც იქნება. იუვენტუსთან გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ფანტასტიკური გამოდგა, აი, მე-2 ნახევარში კი... ნებისმი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 665 | დაამატა: inter | თარიღი: 01.11.2011 | კომენტარი (7)






ინტერის ყოფილი ტექნიკური დირექტორი გაბრიელე ორიალი იუვენტუსთან მატჩს აფასებს ..

ძალიან მწარეა დაუმსახურებელი დამარცხება. გამარჯვება შესაძლოა გარდამტეხი ყოფილიყო ჩვენთვის ამ სეზონში, შესაძლო იყო საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება და სკუდეტოსათვის ბრძოლაში ჩართვა. ეხლანდელი პოზიცია სატურნირო ცხრილში არც გუნდის შესაძლებლობებს და არც ამბიციებს არ შეესაბამება და აუცილებელია რაიმე გაკეთდეს.

ნანახია: 573 | დაამატა: inter | თარიღი: 01.11.2011 | კომენტარი (7)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter