ოთხშაბათი, 15.05.2024, 08:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 26


მილანის "ინტერის” გოლკიპერის ლუკა კასტელაცის წარმომადგენელი ადრიანო რებუფი იმედოვნებს, რომ კლუბი ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს.

36-წლის კიპერი "ნერაძურიში” გენუის "სამპდორიიდან” 2010 წელს გადავიდა.

"კასტელაცის თამაშით "ინტერში” კმაყოფილნი არიან, – საუბრობს რებუფი. – კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა აშკარაა, რომ მალე ახალი კონტრაქტს შემოგვთავაზებენ. ის გუნდის მესამე მეკარედ დარჩება? არ ვარ დარწმუნებული. ამას დრო გვიჩვენებს. "ინტერს” ყოველთვის ექნება მისი იმედი”.

კასტელაცის კონტრაქტი 2012 წლის ივნისში ეწურება. მან მილანურ კლუბში ყველა ტურნირიდან ერთად აღებული – 24 მატჩი ჩაატარა.
ნანახია: 560 | დაამატა: interista | თარიღი: 26.11.2011 | კომენტარი (2)



სავარაუდოდ, კრისტიან კივუ მილანის "ინტერს” სეზონის ბოლომდე დატოვებს.

რუმინელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის ივნისში ეწურება, "ნერაძური” კი ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს. იმისთვის, რომ "ინტერმა” კივუ თავისუფალი აგენტის სტატუსით არ გაუშვას, შესაძლოა მილანელებმა ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე გაყიდონ.

32-წლის მცველს ევროპული ფეხბურთის გრანდები ეპატიჟებიან. კივუს გადაბირება მადრიდის "რეალს”, "ლივერპულსა” და "მანჩესტერ სიტის” სურთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის მსურველთა რიგში "ტოტენჰემიც” ჩადგა.

შეგახსენებთ, რომ კივუ "ინტერის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს.
ნანახია: 586 | დაამატა: interista | თარიღი: 26.11.2011 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერის" მცველმა ლუსიომ მარცხენა ფეხი დაიზიანა. წინასწარი პროგნოზებით, ბრაზილიელი მინიმუმ 30 დღეს გამოტოვებს. 

ასე რომ, ფეხბურთელი ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, რომელიც 7 დეკემბერს მილანში გაიმართება, მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ნანახია: 607 | დაამატა: interista | თარიღი: 26.11.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter