ოთხშაბათი, 15.05.2024, 04:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 19




მილანის ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის მისი თანამემამულის კარლოს ტევესის შეძენა უნდა.

 იანვარში ორ ძლიერ ფეხბურთელს შევიძენთ. ამჟამინდელი ვითარება კლუბის მეპატრონეებს არ ახარებთ და ამიტომ, ისინი გუნდს გააძლიერებენ. კარლიტოს თავის კლუბში პრობლემები აქვს, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გუნდს იდეალურად მოუხდებოდა. ტევესი ვარსკვლავია და ადვილად შეძლებს მილიტოს შეცვლას თუ დიეგო წავა – იუწყება ძანეტის სიტყვებს იტალიური გამოცემა Gazzetaa dello Sport-ი.
ნანახია: 690 | დაამატა: inter | თარიღი: 19.11.2011 | კომენტარი (9)




იტალიური ინტერის რუმინელი ფეხბურთელის კრისტიან კივუს აგენტმა იოან ბეკალიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ზამთარში თუ არა ზაფხულში, შესაძლოა მადრიდის რეალში გამოჩნდეს. ბეკალის თქმით, ფეხბურთელის კარერის დასასრულზე ლაპარაკი ჯერ ადრეა და უმაღლეს დონეზე თამაშს 31 წლის კივუ კიდევ 4-5 წელიწადს შეძლებს. 

კივუს ტრანსფერის თაობაზე ამჟამად რამდენიმე გრანდთან მაქვს მოლაპარაკება. აიაქსი? ამ კლუბში ფეხბურთელი ალბათ არ დაბრუნდება, თუმცა შესაძლოა ის მადრიდის რეალში გადავიყვანო. ჟოზე მოურინიო კრისტიანის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

ნანახია: 612 | დაამატა: inter | თარიღი: 19.11.2011 | კომენტარი (3)





სეზონის დასაწყისში, მატია დესტრო შეუმჩნევლად არ დარჩენილა. Tuttosport-ზე დაყრდნობით, ინტერის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც "ჯენოაში" 4 მილიონ ევროდ გაიყიდა და ეხლა არენდით "სიენაში"თამაშობს, შესაძლოა იანვარში ვიხილოთ მილანში. თუმცა ფეხბურთელის მთლიან უფლებებს გენუური კლუბი არ ფლობს, რადგან არენდით აყვანამდე, "სიენამ" შეიძინა მასზე უფლებები 1.5 მილიონ ევროდ.

მილანს სურს ნახევარი სეზონით შეიძინოს თავმდამსხმელი, რომელიც კლუბში არენდის წესით მივა. მაგრამ სიენა არ აპირებს მათთვის მნიშვნელოვანი მოთამაშის გაშვებას, გუნდში არსებული ცუდი სიტუაციის გამო. უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების სეზონის ბოლოს დაწყება. მომავალში შესაძლოა ინტერიც შეეცადოს მოთამაშის დაბრუნებას, ხოლო ეს იქნება მილანური დერბი ახალგაზრდა თავმდამსხმელისთვის.
< ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 590 | დაამატა: inter | თარიღი: 19.11.2011 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter