ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:17
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 21


"ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ამჟამად კი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ ყოფილი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა. "ნერაძური" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-16-ე ადგილზე იმყოფება.

"ინტერის" სატურნირო ცხრილის ფსკერზე ხილვა უცნაურია. გუნდის გასამართლებლად ის შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო. არ მგონია, რომ ჩემი ყოფილი გუნდი მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოიგებს, მაგრამ მოთამაშეები ვალდებულნი არიან, წინ წაიწიონ და ჩემპიონთა ლიგაში იბრძოლონ.

ვინ გახდება ჩემპიონი? ამ დროისთვის სხვებზე უკეთესად "იუვენტუსი" და "მილანი" გამოიყურებიან. მაგრამ არც რომაული გუნდების დავიწყება შეიძლება", - თქვა მანჩინიმ.
ნანახია: 572 | დაამატა: interista | თარიღი: 21.11.2011 | კომენტარი (5)



"ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "ტრაბზონსფორთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს გამოტოვებს, რომელიც 22 ნოემბერს შედგება.

ჰოლანდიელმა "კალიარისთან" მატჩის წინ კუნთების ტკივილი იგრძნო. კვირას კი მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაუდგინეს. ახლა ფეხბურთელს ერთი თვის გამოტოვება ემუქრება.
ნანახია: 691 | დაამატა: interista | თარიღი: 21.11.2011 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter