ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 03
ნანახია: 617 | დაამატა: inter | თარიღი: 03.11.2011 | კომენტარი (3)



ვესლი სნეიდერის უმცროსი ძმა როდნი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ჰოლანდიის "უტრეხტში" გამოდის, შესაძლოა მომავალ სეზონში "ინტერში" გადავიდეს.

20 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელზეც უფლებები "აიაქსს" ეკუთვნის, მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

როდნის სატრანსფერი ღირებულება 500 ათას ევროს შეადგენს.
ნანახია: 637 | დაამატა: interista | თარიღი: 03.11.2011 | კომენტარი (4)



დიდ იტალიურ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, გაჩნდა ცნობები, რომ "ინტერის" ფეხბურთელთა ნაწილი მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის გადაუდგა, ამბოხებულებს კი სათავეში დიაგო მილიტო ჩაუდგა.

არგენტინელი ფორვარდი ბოლო დროს მეტწილად სათადარიგოთა სკამზეა, დერბიც სწორედ ამის გამო გამოტოვა და შემდეგ, პრესასთან ირონიული კომენტარები არიგა. გავიდა რამდენიმე დღე და მილიტო სხვაგვარად ალაპარაკდა, ამასთან, ყველანაირი ამბოხება და დაუმორჩილებლობა უარყო:

"გავრცელებული ცნობები სრული აბსურდია და შესაბამისად, ვერაფერს დავადასტურებ. როგორც ჩანს, ვიღაცას, ან ვიღაცეებს ძალიან უნდათ, რომ "ინტერში" განხეთქილება მოხდეს. მინდა გავაწბილო არაკეთილმოსურნეები და აღვნიშნო, რომ გუნდში სრული სიმშვიდეა და წვრთნები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება იტალიურ დერბიში მარცხს, ურიგოდ არ გვითამაშია, მაგრამ ფორტუნამ მეტოქეს გაუღიმა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 743 | დაამატა: interista | თარიღი: 03.11.2011 | კომენტარი (5)



"პერუჯას", "ლაციოს" და "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ილარიო კასტანიერმა, რომელიც ბოლო დროს იტალიურ ტელეარხზე ექსპერტად მუშაობს, "ინტერის" ჩავარდნის მიზეზებზე ისაუბრა.

ფეხბურთის სპეციალისტმა "ნერაძურის" მთავარი შეცდომა დაასახელა.

"ინტერის" კრიზისი ახლა არ დაწყებულა. ის უკვე დიდი ხანია გრძელდება და ამას ბევრი მიზეზი აქვს: მოურინიოს წასვლა, გუნდისთვის შესაფერისი მწვრთნელის პოვნის პრობლემა, სტილის დაკარგვა... ვფიქრობ რანიერის ბევრი მუშაობა მოუწევს. შესაძლოა, გამოუვიდეს კიდეც, რადგან გამოცდილი ადამიანია და უკვე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელზეც მუშაობაა საჭირო.

რა არის "ინტერის" ხელმძღვანელობის მთავარი შეცდომა? უეჭველად ეტოოს გაშვება. ის გუნდის შეტევას აძლიერებდა და ერთერთი მათგანი იყო, ვინც გუნდში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო", - განაცხადა კასტანიერმა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 626 | დაამატა: interista | თარიღი: 03.11.2011 | კომენტარი (3)



"ინტერის" 32 წლის ფორვარდი დიეგო მილიტო შესაძლოა "ფულჰემში" გადავიდეს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ფეხბურთელით "გალათასარაი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებული.

თავდამსხმელის შესაძენად კლუბებს სოლიდური თანხის გამოყოფა მოუწევთ, რადგან მილიტოს კონტრაქტი "ინტერთან" 2014 წლამდე გრძელდება.


ნანახია: 595 | დაამატა: interista | თარიღი: 03.11.2011 | კომენტარი (4)



50 000 მაყურებელი
  ინტერი:კასტელაცი,ძანეტი,ლუსიო,სამუელი,კივუ,სტანკოვიჩი,მოტა,კამბიასო,სნეიდერი(ალვარესი,67),სარატე(პაცინი,79,მილიტო(ობი,90).   ლილი:ლანდრო,დებუში,როზენალი,ჩეჟუ,ბერია,კოული(პიე,71),მავუბა,პედრეტი,აზარი,იელენი(დე მელო,46),სოუ(ობრანიაკი,60).
 გოლები:სამუელი,19(1:0).მილიტო,65(2:0).დე მელო,84(2:1)
მიმდინარე სეზონში არასტაბილურად მოასპარეზე "ინტერმა" ფრანგულ გუნდის წინააღმდეგ შემტევითი ტაქტიკა აირჩია,მეტოქეს თავიდანვე სრაფი ფეხბურთი შესთავაზა და მილიტოს რომ ეყოჩაღა, ნერიაძური უკვე პირველსავე წუთზე გახსნიდა ანგარიშს.მეკარესთან პირისპირ გასულმა არგენტინელმა ლანდროს თავზე გადაუგდო,მაგრამ"ლილის"კარი ხარიხამ იხსნა. თუმცა, სტუმრები მაინც ვერ გადაურჩნენ სწრაფ გაშვებუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 665 | დაამატა: interelia | თარიღი: 03.11.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter