ოთხშაბათი, 15.05.2024, 11:43
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24




მილანის ინტერის ბრაზილიელი მცველი მაიკონი საკუთარ გუნდს 27 ნოემბერს, სერია A-ში სიენასთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.Goal.com-ის ინფორმაციით, ის ტრავმის შემდგომ აღდგენითი პროცესის დასრულებას ვერ ასწრებს.

 მაიკონმა ტრავმის გამო ტრაბზონთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა, კლუბში იმედოვნებდნენ, რომ 30 წლის ბრაზილიელი სიენასთან მატჩამდე ლაზარეთის დატოვებას მოახერხებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აღსანიშნავია, რომ კვირას მილანელებს სნეიდერი და ფორლანი ვერ დაეხმარებიან. ამ უკანასკნელმა ახლახანს განაახლა ვარჯიში, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არაა.

 პრობლემები აქვს სიენასაც: გუნდს არ ეყოლება ძირითადი შემადგენლობის მეკარე ჟელკო ბრკიჩი, რომელიც ზურგის ტრავმას მკურნალობს.  
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 632 | დაამატა: inter | თარიღი: 24.11.2011 | კომენტარი (3)



"მანჩესტერ სიტის" 27 წლის არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი, იტალიური და ინგლისური პრესის მტკიცებით, უახლოეს ხანში "მილანთან" ნახევარწლიან კონტრაქტს გაფორმებს.

ნახევარი წლის მანძილზე ტევესი 3 მილიონ ფუნტს მიიღებს და თუ "როსონერის" ხელმძღვანელობაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს, კონტრაქტს კიდევ ორი წლით გაუგრძელებენ.

ადრე "მილანის" ხელმძღვანელობა არგენტინელის მიმართ ინტერესს არ უარყოფდა.
ნანახია: 648 | დაამატა: interista | თარიღი: 24.11.2011 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter