ოთხშაბათი, 15.05.2024, 06:05
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 15




მიონხენგლადბახის ბორუსიასა და დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველები - მარკო როისი და ივან პერიშიჩი - იტალიის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბის, მილანის ინტერის თვალთახედვის არეში მოხვდნენ.
La Gazzetta dello Sport -ის ინფორმაციით, მილანელები იმდენად არიან დაინტერესებული ამ ფეხბურთელთა შეძენით, რომ შესაძლოა, მალე ისინი იტალიის სერია A-ში ვიხილოთ. ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 608 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2011 | კომენტარი (2)




საფრანგეთის პსჟ ცნობილ ფეხბურთელებზე ნადირობას აგრძელებს. ამჯერად, პარიზელთა ინტერესთა სფეროში მილანის ინტერის ვეტერანი თავდამსხმელი დიეგო მილიტო მოექცა. ყველაზე მეტად, არგენტინელის გადაბირება პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს სურს.


 ცნობისთვის, 32 წლის მილიტოს ინტერთან კონტრაქტი ორწელიწადნახევარში ეწურება. უნდა ითქვას, რომ თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა.


თავის მხრივ, ასაკოვანი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგნი არც მილანელები არიან. მათ სურთ, მილიტოს სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღონ. ფული კი, პსჟ-ს ნამდვილად არ უჭირს... ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 605 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2011 | კომენტარი (2)




ინტერის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თავის გუნდს გამარჯვებებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ "ნეაძური" ქულების დაგროვებას არ შეუდგება, ისინი ამ სეზონში დაკარგავენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.


თუ ჩვენ გვინდა ამ სეზონში რამე წარმატების მიღწევა, ჩვენ უნდა დავიწყოთ გამარჯვებები." - განაცხადა რანიერიმ.


მე ვარ მებრძოლი და ჩემი სამუშაოს გაკეთება კარგად შემიძლია, ასე რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოტ გამარჯვებების სერიები. - დაასრულა რანიერიმ Il Corriere dello Sport-თან საუბრისას.

ნანახია: 607 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2011 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter