ხუთშაბათი, 16.05.2024, 03:22
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10


Sportmediaset-ის ცნობით, მილანის "ინტერი” იანვრის სატრანსფერო სეზონში გელზენკირხენის "შალკესგან” ჯეფერსონ ფარფანის შეძენას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის პერუელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ფარფანს "შალკეში” დარჩენა აღარ სურს და კლუბის შეცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. შესაბამისად, "ხუმარები” გარკვეული თანხის აღების მიზნით, ფეხბურთელის ზამთარში გაყიდვას ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფარფანმა 6 ნოემბერს მუხლის ტრავმა მიიღო და ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 552 | დაამატა: interista | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარი (4)




დიდი შანსია, რომ მილანის ინტერს ფიორენტინასთან შეხვედრაში მოედანზე კივუს გარეშე მოუწიოს გასვლა.

როგორც იტალიელთა ნერაძურის ოფიციალური საიტი იტყობინება, რუმინელმა ტრავმა ცსკა-სთან გამართულ შეხვედრაში მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია მცველის ტრავმა.

სწორედ ამ ტრავმის გამო, მან ცსკა-სთან მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ინტერი სერია ა-ში მეთექვსმეტე ადგილზე იმყოფება და ფიორენტინასთან გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება.

ნანახია: 551 | დაამატა: interista | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარი (3)




"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ფიორენტინასთან" მატჩისთვის გუნდის განაცხადში დიეგო ფორლანი არ შეიყვანა.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა გუნდის საერთო ჯგუფთან ვარჯიში რამდენიმე დღის უკან დაიწყო და მოსალოდნელი იყო, რომ შაბათის მატჩისთვის მოედანზე გამოვიდოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში დიეგო ფორლანმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა.


ნანახია: 613 | დაამატა: interista | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარი (2)



"ფიორენტინას" ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო, რომელსაც საკუთარი მომავალი ჯერ კიდევ არ გაურკვევია, "ინტერთან" სერია A-ს მე-15-ე ტურის შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

მონტოლივომ ხუთშაბათს ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიშავა და დაახლოებით ათი დღე დაისვენებს. "ინტერისა" "ფიორენტინას" მატჩი შაბათს სან სიროზე" გაიმართება.
ნანახია: 560 | დაამატა: interista | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter