ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:34
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28


ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ მილანის "ინტერის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის კანდიდატურას განიხილავს.

წყაროს ცნობით, "ნერიაძურის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის” უფროსობასთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები და ზაფხულში შესაძლოა სპალეტი მილანური კლუბის თავკაცადაც ვიხილოთ, თუმცა გარიგებას ხელი იმან შეიძლება შეუშალოს, რომ იტალიელ სპეციალისტს "ინტერში” სატრანსფერო ბიუჯეტისთვის ნაკლებ თანხას გამოუყოფენ, ვიდრე "ზენიტში”.

მანამდე სპალეტიმ განაცხადა, რომ რუსულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა.

ნანახია: 635 | დაამატა: interista | თარიღი: 28.12.2011 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერის” ფორვარდი დიეგო ფორლანი საახალწლოდ პირობას დებს, რომ ახალი წლის შემდეგ უფრო ბევრ გოლს გაიტანს.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტრავმა საშიში არ გამოდგა. მეტსაც გეტყვით, დაზიანებამ ჩემს სასარგებლოდ იმოქმედა, დასვენებისა და იტალიის გაცნობის საშუალება მომეცა. ახლა უკვე მზად ვარ ვარჯიშისა და თამაშისთვის”, – საუბრობს ფორლანი.

"ვიმედოვნებ, რომ "ინტერი” მომდევნო წელს უკეთ იასპარეზებს. რანიერიმ იცის რა უნდა ქნას. ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, გუნდმა დაიწყო მოგებები და საკუთარი თავის რწმენაც დაგვიბრუნდა. გოლების გატანა პრობლემა არაა. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც პაცინი, მილიტო და მე ვართ, არასდროს დაგვავიწყდება, როგორ უნდა ავიღოთ მეტოქის კარი. ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა ურუგვაელმა ფორვარდმა.

ნანახია: 550 | დაამატა: interista | თარიღი: 28.12.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter