ხუთშაბათი, 16.05.2024, 04:39
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21


ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ნერაძურიმ როგორც იქნა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

"ახლა სატურნირო ცხრილი შედარებით კარგად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ იქ ჩახედვაც არ მსურდა, ახლა კი ყველაფერი კარგად მიდის.

ჩეზენასთან შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. თუმცა, ჩვენ მოტივირებულნი ვიყავით და საბოლოოდ სამი ქულის აღებაც მოვახერხეთ.

წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ასეთ შეხვედრებში მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ”-განაცხადა ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ახლა ნერაძური 23 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ნანახია: 638 | დაამატა: interista | თარიღი: 21.12.2011 | კომენტარი (5)



"ჩეზენას” დამარცხებით მილანის "ინტერმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალა.

"ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ. ეს კარგია, – საუბრობს "ნერიაძურის” პრეზიდენტი მასიმო მორატი. – რანიერის უფრო სწრაფი ფეხბურთელები სჭირდება? ვნახოთ… ჩემი აზრით, ასეთი ფორმაციის შემადგენლობაში ნებისმიერი ტიპის მოთამაშის პოვნა შეგიძლიათ. ვიცი, რომ მთავარ მწვრთნელს თავისი ჩანაფიქრი აქვს. ასე რომ, რანიერის მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ”.

"ინტერს” მორიგი მატჩი 21 დეკემბერს შინ, "ლეჩეს” წინააღმდეგ ელის.

ნანახია: 569 | დაამატა: interista | თარიღი: 21.12.2011 | კომენტარი (2)



"მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გუნდის მომავალ მეტოქე მილანის "ინტერზე” ისაუბრა.

"იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეტოქე გუნდი ჩემპიონატში ლიდერებს შორის არ არის, მათ მიმართ პატივისცემა მაინც უნდა გამოვხატოთ. "ნერიაძურის” შეტევაში საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეები ჰყავს – მილიტო, ფორლანი, სარატე, პაცინი. არ დაგვავიწყდეს არც სნეიდერი. ის "ინტერი”, რომელიც სეზონში სამ ტიტულს იგებდა, უკვე წარსულია. ეს იყო დიდებული გუნდი, რომელსაც ლეგენდარული მწვრთნელი თავკაცობდა”, – აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

ნანახია: 595 | დაამატა: interista | თარიღი: 21.12.2011 | კომენტარი (3)



იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერი” რუსული "ზენიტიდან” ბრუნუ ალვეშის გადაბირებას გეგმავს და პორტუგალიელ მცველში 7 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზადაა.

ბოლო დროს, ალვეშმა რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გუნდის გამოცვლაზეც დაფიქრდა. თავის მხრივ, "ნერაძურის” დაცვის ხაზში პრობლემები აქვს და შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას იანვრის სატრანსფერო სეზონიდანვე დაიწყებს.

 შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, პორტუგალიურმა პრესამ ბრუნო ალვეშის სახელი ლისაბონის "სპორტინგსაც” დაუკავ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 555 | დაამატა: interista | თარიღი: 21.12.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter