ოთხშაბათი, 15.05.2024, 10:48
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26


მართალია, ბოლო პერიოდში "ინტერმა" საგრძნობლად მოუმატა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე მოკალათდა, მაგრამ გუნდის შემადგენლობიდან და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლომბარდიელებმა მიმდინარე სეზონში უმაღლესი მწვერვალები დაიპყრონ.

ამიტომ, პრესაში აქტიურად მუსირებს აზრები იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანელები შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ. "ინტერის" გულშემატკივართა სამწუხაროდ, კლუბის გენერალური მენეჯერი ერნესტო პაოლილო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს:

"სულ მალე, მიშელ პლატინის მიერ შემუშავებული ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი ამოქმედდება, ეს კი იმას ნიშნავბს, რომ ფულის ძველებურად ხარჯვის საშუალება აღარ მოგვეცემა. ამიტომ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას ნამდვილად არ ვფიქრობთ და გვსურს, არსებული რესურსით გავიდ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 590 | დაამატა: interista | თარიღი: 26.12.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" ჰოლანდიელი ჰავბეკი ვესლი სნეიდერი შესაძლოა იანვარში სხვა კლუბში გადავიდეს.

როგორც გაირკვა, "ნერაძური" მზად არის 27 წლის ჰოლანდიელი ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბს მიჰყიდოს.

ტრანსფერიდან მიღებული თანხით მილანელები რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერის ინგლისში გადასვლის თაობაზე ინფრომაცია ზაფხულში ვრცელდებოდა. მაშინ ფეხბურთელის გადაბირების მთავარი პრეტენდენტები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სიტი" იყვნენ.

ნანახია: 636 | დაამატა: interista | თარიღი: 26.12.2011 | კომენტარი (4)





მილანის ინტერის თავკაცმა, კლაუდიო რანიერიმ დიეგო მილიტოს ნდობა გამოუცხადა. არგენტინელი იტალიელის სამომავლო გეგმებში შედის და მისი გასხვისება ნერაძურის არ სურს. 

 დიეგოსი მჯერა და ვაფასებ იმას, რაც მან ჩვენი გუნდისთვის გააკეთა. ვფიქრობ, მილიტოს, ფორლანსა და სნეიდერს დღევანდელი ინტერის შეცვლა შეუძლიათ, - განუცხადა რანიერიმ
SkySport24-ს.

 შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო, მილიტოს სახელი არაერთ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს. თავდამსხმელის გადაბირება სურდა არგენტინ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 582 | დაამატა: inter | თარიღი: 26.12.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter