ხუთშაბათი, 16.05.2024, 02:06
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17




ნერაძურის მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენა მოუნდა.

პოგბას კონტრაქტი იუნაიტედთან მომავალ ზაფხულ ეწურება. მისი შეძენით აქამდე მხოლოდ მანჩესტერ სიტი ინტერესდებოდა მაგრამ ახლა 18 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა იტნერსაც მოუნდა.

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ პოლს უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთელს დარჩენა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ შესაძლოა პოგბა ნერაძურის მაისურით ვიხილოთ.

ნანახია: 642 | დაამატა: interista | თარიღი: 17.12.2011 | კომენტარი (10)



"ჯენოას” პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი მზადაა მილანის "ინტერიდან” დიეგო მილიტო გადაიბაროს.

მას შემდეგ, რაც არგენტინელმა ფორვარდმა "ნერიაძურის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი "სან სიროს” დატოვებს. მილიტოს შეუძლია დაბრუნდეს იმ გუნდში, სადაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

"მილიტოსთვის ჩვენი კლუბის კარი ფართოდაა გაღებული. გოლის გამტანი ცენტრფორვარდის გარეშე თამაში ძალიან გაგვიჭირდება”, – განაცხადა გენუელთა პრეზიდენტმა.

ნანახია: 607 | დაამატა: interista | თარიღი: 17.12.2011 | კომენტარი (4)



მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი იმედოვნებს, რომ გუნდის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მოედანს მალე დაუბრუნდება.

მორატის სნეიდერის ტრავმა მეტად ანაღვლებს. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელს 19 ნოემბრის შემდეგ ფეხის ტრავმის გამო არ უთამაშია.

"უესლი ჯერ კიდევ გრნობს ტკივილს ფეხში. მისი ტრავმა მადარდებს. მისი მოედანზე დაბრუნების პერიოდი ახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ვდარდობ იმის გამო, რომ მას ჩვენი დახმარება არ შეუძლია” – აღნიშნა მორატიმ.





ნანახია: 580 | დაამატა: interista | თარიღი: 17.12.2011 | კომენტარი (4)



"მიდტიულანდის" მეორე გუნდის 16 წლის ნახევარმცველი და დანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი მორტენ კნუდსენი იანვარში "ინტერში" გადავა.

"ნერაძურის" ხელმძღვანელობამ დანიელებს მოთამაშის სანაცვლოდ 500 ათასი ევრო გადაუხადა.

"ინტერის" სკაუტები იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ კნუდსენის თამაშით მოიხიბლნენ და იტალიური კლუბის ბოსებს მისი შეძენა ურჩიეს.
ნანახია: 616 | დაამატა: interista | თარიღი: 17.12.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter