ხუთშაბათი, 16.05.2024, 06:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23


"მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა მილანური დერბი გამოტოვოს. "კალიარის” წინააღმდეგ მატჩში შვედი ფეხბურთელი შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენებაში შენიშნეს, რასაც იტალიაში სერიოზულად უდგებიან. ამ მიზეზით შარშან "კიევოს” მწვრთნელს დომენიკო დი კარლოსა და "პარმას” მოთამაშეს დავიდე ლანძაფამეს მიუსაჯეს დისკვალიფიკაცია.

არსებობს იმ მომენტის ვიდეომასალა, როდესაც იბრაჰიმოვიჩის უცენზურო ფრაზებს იყენებს და საქმეს გამოძიების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია შვედმა ფორვარდმა "მადონინა” გამოტოვოს, რომელიც 15 იანვარს გაიმართება.

ნანახია: 611 | დაამატა: interista | თარიღი: 23.12.2011 | კომენტარი (9)



"ინტერის" თავდამსხმელმა, დიეგო მილიტომ, რომელმაც "ლეჩესთან" შეხვედრაში თავისი გუნდი წინ გაიყვანა, თამაშის შემდეგ კლუბის მიმართ პატივისცემაზე ისაუბრა.

"არასდროს მითქვამს, რომ "ინტერის" დატოვება მსურს. უკვე ათასჯერ გავიმეორე, რომ "ინტერში" ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც მეხმარებიან", - თქვა მილიტომ.

ამბობენ, რომ ფორვარდის შეძენას "პარი სენ ჟერმენი" ჯერ კიდევ ცდილობს.



ნანახია: 576 | დაამატა: interista | თარიღი: 23.12.2011 | კომენტარი (6)



"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, რომლის გუნდმაც იტალიის სერია A-ს პირველი ტურის გადადებულ მატჩში "ლეჩე" გაანადგურა, თამაშის შემდეგ დაიჩივლა, რომ ანგარიშში სხვაობა 4:1-ზე გაცილებით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.

"საშინლად არ გვიმართლებდა – ბურთი ძელს ოთხჯერ გავარტყით. კარგია, რომ მას შემდეგ რაც მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა გონს უცებ მოვეგეთ. "ინტერს" შობის წინ გამარჯვება სურდა. იქ უნდა დავბრუნდეთ, სადაც ვიმსახურებთ ყოფნას. ეს რთული იქნება, მაგრამ არაფერს დავიშურებთ. სკუდეტო? ჩვენ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ", - განაცხადა 60 წლის სპეციალისტმა.

ნანახია: 558 | დაამატა: interista | თარიღი: 23.12.2011 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter