ოთხშაბათი, 15.05.2024, 04:01
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 12




"ინტერის" ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი, რომელიც ოქტომბრის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა, 23-კაციან შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც "ჯენოასთან" მატჩისთვის გაცხადდა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა მილანელთა რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 6 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.

"ჯენოასთან" მატჩისთვის რანიერიმ განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა:

მეკარეები: სეზარი, კასტელაცი, ორლანდონი
მცველები: კორდობა, ძანეტი, ლუსიუ, მაიკონი, კალდიროლა, რანოკია, სამუელი, ფარაონი, ნაგამოტო.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 607 | დაამატა: interista | თარიღი: 12.12.2011 | კომენტარი (9)



მილანის ”ინტერის” ვეტერანმა ფეხბურთელმა, ხავიერ ძანეტიმ, განაცხადა, რომ ”ნერაძური” ეცდება ზამთრის შესვენებამდე ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვოს, რათა მილანელებმა სეზონის პირველი ნახევარი წარმატებით, ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულონ.

”წითელი ბარათი ჩემს იტალიურ კარიერაში პირველად მივიღე და ერთი მატჩის გამოტოვება მომიწია, მაგრამ ეს არ არის მთავარი – მთავარი ის არის, რომ ”უდინეზესთან” მარცხის შემდეგ, გუნდი გონს მოეგო და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.” – განაცხადა ძანეტიმ Sky Sport Italia-თან საუბარში.

”იმედი მაქვს, საშობაო შესვენებამდე ყველა დარჩენილ თამაშს მოვიგებთ. დავამარცხებთ თუ არა ”ჯენოას”? – გენუელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, ისინი დღითიდღე ვითარდებიან. წინა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 603 | დაამატა: interista | თარიღი: 12.12.2011 | კომენტარი (5)



იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ნაკლებსარწმუნოა "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლასთან" ერთად "ინტერს" სათავეში ჩაუდგეს.

"გვარდიოლა "ინტერში"? არ ვიცი. ხოსეპს იმდენი გამოცდილება აქვს, რომ არანაირი დამხმარე არ სჭირდება. მას ახლა "ბარსელონაში" ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის, ამიტომ ეს ინფორმაცია ნაკლებსარწმუნოა.

თუმცა ფეხბურთი ცვალებადია, მასში წინასწარ ვერაფერს იტყვი", - განაცხადა ბაჯომ.
ნანახია: 640 | დაამატა: interista | თარიღი: 12.12.2011 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერის” ტრავმირებულმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა თავის აღდგენით პროცესზე ისაუბრა. ურუგვაელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მინდორზე დაბრუნებასთანაც ახლოსაა.

"ერთი სული მაქვს, მინდორზე როდის გავალ. ახლა "ინტერს” არცთუ კარგი პერიოდი უდგას. სამწუხაროდ, ახალ გუნდში მხოლოდ 4 თუ 5 მატჩი მაქვს ჩატარებული. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ექიმები ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან. იმედია, "ჯენოასთან” თამაშს შევძლებ”, - განაცხადა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის თავდამსხმელი "ინტერში” ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოდან” გადაბარგდა.

ნანახია: 541 | დაამატა: interista | თარიღი: 12.12.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" თავდამსხმელი, დიეგო მილიტო პრემია "ოქროს ურნის" გამარჯვებული გახდა, რომელსაც Rai Radio2 2003 წლიდან იტალიის ჩემპიონატის წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელს გადასცემს.

32 წლის არგენტინელს ხმა 3099 ადამიანმა მისცა. მეორე ადგილზე მცირედი ჩამორჩენით "იუვენტუსის" ფორვარდი ამაური გავიდა (2991 ხმა). მესამე ადგილი კი მილოშ კრასიჩმა დაიკავა (2180), რომელიც ამჟამად ასევე ტურინულ კლუბში გამოდის. გამოკითხვაში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ნანახია: 537 | დაამატა: interista | თარიღი: 12.12.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი გუნდის გაძლიერებას ცდილობს.

ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ ბოსს გერმანიის ნაკრების ორი ფეხბურთელი წარუდგინა. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა და "ბაიერნის" მოთამაშე ბასტიან შვაინშტაიგერი.

შვაინშტაიგერს დიდი ხანია კლიმატის და ჩემპიონატის შეცვლა სურს. ბასტიანის შესაძენად "ნერაძურის" ჯიბეზე ხელის გაკვრა დასჭირდება, რადგან მისი გადაბირება "ჩელსისაც" სურს.
ნანახია: 657 | დაამატა: interista | თარიღი: 12.12.2011 | კომენტარი (3)





მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თავისი გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერებას დიდიე დროგბათი გეგმავს. 

 Corriere dello Sport-ის ცნობით, ნერაძურის ხელმძღვანელობა თავდამსხმელთა ბოლოდროინდელი მოქმედებებით უკმაყოფილოა და ახალი ფეხბურთელის დამატებაც ამიტომ სურს. დიდი შანსია, ზაფხულში გუნდიდან დიეგო მილიტო წავიდეს. დროგბას "ჩელსისთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იტალიაში გადაბარგება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება, რაც ინტერის ხელმძღვანელებს ხიბლავს.
დიდი ალბათობით, 33 წლის კოტდივუარელი ინგლისელებთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს. თავდამსხმელის აგენტის განცხადებით, დროგბა სხვადასხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.< ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 586 | დაამატა: inter | თარიღი: 12.12.2011 | კომენტარი (12)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter