„იუვენტუსისა" და „პარმას" 50-50%-იან საერთო მფრლობელობაში მყოფი – სებასტიან ჯოვინკოს აგენტი – ანდრეა დამიკო მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ატომური ჭიანჭველა" უკვე მზადაა ისეთ გუნდში ითამაშოს როგორიც მილანის „ინტერია". ჯოვინკოს მიერ ამ ზაფხულს „პარმას" შესაძლო დატოვებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ თავად ფეხბურთელმა რამდენიმე ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ტრანსფერის კარი ღიაა. ამ სიტყვების შემდეგ, როგორც ჩანს Calciomercat-სთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა გადაწყვიტა ფოკუსირება ერთ რომელიმე კონკრეტულ გუნდზე გააკეთოს.
„სებასტიანი მაღალი კლასის ფეხბურთელი და სერიოზული ბიჭია. ვფიქრობ, რომ ის უკვე საკმაოდ მოწიფულია იმისათვის, რომ ისეთ გუნდში ითამაშოს, როგორიც მილანის „ინტერია". მაგალითად, მას შეუძლია შეცვალოს სნეიდერი. რათქმაუნდა ჰოლანდიელი ჩემპიონია, მაგრამ მორატის ადგილას მე ნებისმიერ წინადადებას მივიღებდი, რომელიც მას შეეხებოდა" - აცხადებს ანდრეა დამიკო.