კვირა, 22.12.2024, 17:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 29

ჟოზე მაურინიოს მადრიდის "რეალში” გადაბარგების შემდეგ, მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი პორტუგალიელ სპეციალისტთან მშვენიერ ურთიერთობას მაინც ინარჩუნებს და მრავალ საკითხზე მას რჩევასაც ეკითხება.

"მორატი მაურინიოს რეგულარულად ურეკავს და ერთად "ინტერის” სხვადასხვა თემებს განიხილავენ. დონ მასიმომ "სამეფო კლუბის” დამრიგებელს აზრი ანდრე ვილაშ-ბოაშზე დაეკითხა. მაურინიო დარწმუნებულია იმაში, რომ ვილაშ-ბოაში "ინტერს” ამ დროისთვის არ გამოადგება”, – აცხადებს "ნერიაძურის” ინკოგნიტო წყარო.

"ინტერის” ხელმძღვანელები "ჩელსის” პერსონალსაც დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს ვილაშ-ბოაში ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით კი მილანური კლუბის უფროსობას პორტუგალიელი სპეციალისტის ვეტერანი მოთამაშეებისადმი დამოკიდებულება აინტერესებდათ. მათ სურთ, რომ ხავიერ ძანეტისა და დიეგო მილიტოს გუნდში პრობლემები არ შეექმნათ”, – დაასრულა ანონიმურმა წყარომ.

ნანახია: 563 | დაამატა: pavlena | თარიღი: 29.03.2012 | კომენტარი (3)


  ტურის სიმბოლური ნაკრები
ბუფონი (იუვენტუსი) - დიაკიტე (ლაციო), რაიმონდი (ატალანტა), ბონერა (მილანი) - კასერესი (იუვენტუსი), მარტინიო (ჩეზენა), ბარეტო (პალერმო), ვიდალი (იუვენტუსი), ვარგასი (ფიორენტინა) - პანდევი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი). 

  პანდევმა შესანიშნავად ითამაშა "კატანიასთან" პაექრობაში და ის, რომ ნეაპოლელებმა ორი ქულა დაკარგეს, მაკედონიელის ბრალი ნაკლებად არის. რაც შეეხება იბრას, მან მორიგი შოუ დადგა და "მილანის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ნანახია: 593 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 29.03.2012 | კომენტარი (5)

გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა "ინტერის" შემოთავაზება არ მიიღო და ის იტალიაში წასვლას მადრიდიში დარჩენას ამჯობინებს.

"2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მე ბევრი გრანდისგან მქონდა შემოთავაზება მათ შორის "ინტერისგანაც" , მაგრამ მე "რეალში" გადმოვედი და მსურს კარიერა სწორედ აქ დავასრულო"

"მე ახლაც იგივეს ვეტყვი ინტერს, რომ იქ წასვლა არ მინდა. ახლა მხოლოდ გერმანიის წარმატებასა და რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობ." - განაცხადა მესუთ ოზილმა.

ნანახია: 585 | დაამატა: pavlena | თარიღი: 29.03.2012 | კომენტარი (3)

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ვარჯიშზე მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის წაეჩხუბა.

ინგლისელმა რეპორტიორებმა მოახერხეს აღებეჭდათ, როგორ ღიად და მკაცრად წაუყენა მწვრთნელმა პრეტენზიები იტალიელ ფორვადს. ამის შემდეგ მანჩინის თანაშემწე ატილიო ლომბარდომ ბალოტელის ვარჯიშის დატოვება მოსთხოვა.

კონფლიქტის შესაძლო მიზეზი ბალოტელის მილანში სტუმრობაა, სადაც ის ორშაბათს, ანდრეა სტარამაჩიონის მიესალმა, რომელიც "ინტერის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ნანახია: 577 | დაამატა: pavlena | თარიღი: 29.03.2012 | კომენტარი (3)

 

რამდენიმე დღის წინ,"ინტერის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, 36 წლის ანდრეა სტრამაჩინიომ ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული ანალოგი next generation series-ის გათამაშება მოიგო. დღეს კი, იგი უკვე ძირითადი გუნდის მწვრთნელია და იმედოვნებს,რომ ნერიაძურის არამხოლოდ ამ სეზონის დარჩენილ მატჩებში,არამედ მომავალშიც უხელმძღვანელებს.გუშინ იგი ჟურნალისტებს შეხვდა და ის იყო,მათი კითხვებისთვის პასუხი უნდა გაეცა,რომ საპრესკომფერენციო დარბაზში სრულიად მოულოდნელად მარიო ბალოტელი შევიდა,მან სტრამაჩინიოს გამთავარმწვრთნელება მიულოცა,"პრეზიდიუმის"მსხდომებს ხელი ჩამოართვა და იქაურობას გაეცალა. სტრამაჩინიო რომ გამოერკვა,ჟურნალისტთა კითხვებს მერეღა უპასუხა.
ნანახია: 612 | დაამატა: interelia | თარიღი: 29.03.2012 | კომენტარი (2)



"მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება.

როგორც მოგეხსებათ, მილნის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა სტრამაჩონი დაინიშნა. "ქალაქელთა” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელის მილანში ჩასვლის ნება დართო. გეცოდინებათ, სუპერ-მარიო იტალიაშიც არაორდინალური საქციელი ჩაიდინა, როცა "ნერიაძურის” პრესკონფერენციაზე გამარჯობის სათმელად შეიჭრა.

ბალოტელიმ მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ, "სიტის” ვარჯიშზე დააგვი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 658 | დაამატა: interista | თარიღი: 29.03.2012 | კომენტარი (5)



"ინტერის" მთავარი მწვრთნელის საკითხი იტალიურ სპორტულ პრესაში კვლავაც ყველაზე აქტუალურია.

როგორც იცით, "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება და კლაუდიო რანიერი პოსტიდან გაათავისუფლა. ისიც გეცოდინებათ, რომ მილანური გრანდი "ინტერის" პრიმავერას თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ ჩაიბარა.

საერთოდ, მასიმო მორატის არ სჩვევია მწვრთნელების კრიტიკა და მათ მი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 602 | დაამატა: interista | თარიღი: 29.03.2012 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter