პარასკევი, 27.06.2025, 06:13
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 25
1. ” იუვენტუსი ” – ” ინტერი ” ( პირდაპირი ტრანსლიაცია — LiveTv.Ge — მთავარი ლინკი ) http://livetv.ru/eventinfo/111201_juventus_inter_milan/

2. ” იუვენტუსი ” – ” ინტერი ” ( პირდაპირი ტრანსლიაცია — ლინკი 2 — დააკლიკე ) http://livetv.ru/eventinfo/111201_juventus_inter_milan/

3. ” იუვენტუსი ” – ” ინტერი ” ( პირდაპირი ტრანსლიაცია — ლინკი 3 — დააკლიკე )
http://livetv.ru/eventinfo/111201_juventus_inter_milan/
4. ” იუვენტუსი ” – ” ინტერი ” ( SopCast — დააკლიკე — )http://livefootball.ws/2097-juventus-inter.html
ნანახია: 626 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (2)

მილანის "ინტერში” რომის "ლაციოდან” იჯარით მოთამაშე მაურო სარატე "ნერაძურის” ზაფხულში დაემშვიდობება. მასიმო მორატის კლუბს 25 წლის არგენტინელის გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს, მაგრამ ფეხბურთელის გარჯით უკმაყოფილოა და მისი დატოვება აღარ სურს.
"ინტერში” დიდი დრო აღარ დამრჩა. ყველაფერი დასრულებულია”, - დაწერა თავდამსხმელმა თავის Twitter-ზე.
ცნობისათვის, სარატემ "ინტერის” მაისური 24 მატჩში მოირგო და თავის გუნდს მხოლოდ გოლით დაეხმარა.
ნანახია: 622 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (1)

საინტერესო ფაქტები:

1) იუვენტუსს ინტერთან უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგია (ოფიციალური შეხვედრა). ამ გუნდებს შორის უკანასკნელი ურთიერთშეხვედრებიდან აღსანიშნავია 18 აგვისტოს ჩატარებული ამხანაგური მატჩი, რომელიც ინტერმა 7:6 მოუგო იუვენტუსს.

2) იუვენტუსი სერია A-ში 29 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია და მათ შინ მხოლოდ 9 გოლი აქვთ გაშვებული.

3) უკანასკნელი 6 მატჩიდან იუვენტუსმა მხოლოდ 2-ის მოგება შეძლო, თუმცა მათ დანარჩენი 4 მატჩი ფრედ დაასრულეს და არცერთი მარცხი არ იწვიეს.

4) ინტერს უკანასკნელად იუვენტუსი 2008 წელს ჰყავს დამარცხებული (ოფიციალურ მატჩში). სან სიროზე კოპა იტალიის ჩემპიონატზე ბალოტელის დუბლის წყალობით ინტერმა 3:2 დაამარცხა იუვენტუსი.

5) 2009 წლის შემდეგ ინტერის ფორვარდს, დიეგო მილიტოს ბუფონის კარში გოლი არ აქვს გატანილი.

6) ინტერის ამჟამინდელი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი იუვენტუსს 2007-2009 წლ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 588 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (1)

       "იუვენტუსი" - "ინტერი"

ჩემპიონატი: სერია A, 29-ე ტური

თარიღი: 25 მარტი, 22:45 სთ

ადგილი: იტალია, ტურინი, "იუვენტუს არენა"

მსაჯი: ა. დი მარკო

 სავარაუდო შემადგენლობები:
"იუვენტუსი": ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, დი ჩელე, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პეპე, მატრი, ვუჩინიჩი.
"ინტერი": სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, პოლი, სტანკოვიჩი, ობი, მილიტო, ფორლანი.
ნანახია: 647 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (2)

    "მილანის "ინტერის” პრეზიდენტი – მასიმო მორატი აღიარებს, რომ "იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩი, მაინც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მისი გუნდისათვის, მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძური” უკვე აღარ იბრძვის სკუდეტოსათვის. იტალიის ნავთობის მაგნატი აცხადებს, რომ არსებობს დაპირისპირების სხვადასხვა საფუძველი ამ ორ გუნდს შორის, რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანს და ფასეულს ხდის მატჩს.

"სატურნირო ცხრილის მიუხედავად, "იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩი ყოველთვის რჩება ყველაზე უფრო მთავარ შეხვედრად სეზონში. ასეთივე დამოკიდებულება, როგორიც მე მაქვს ამ მატჩის მიმართ, გააჩნია მთელს ჩემს გუნდს. გარდა ამისა, არსებობს როგორც პოლიტიკური ასევე სხვა კონკრეტული მიზეზები, რომლებიც ყველასთვის ისედაც ნათელია და რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანს ხდის ამ მატჩს. ჩემი ფეხბურთელებისგან რაღაც ექსტრაორდინალურს ველი. მოვიდა დრო, რომ "ინტერმა” სია ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 575 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (1)

 რანიერის წასვლა ეს უბრალოდ დროის საკითხია აი ვინ მოვა ეს კი საკითხავია მსურველი ბევრია მაგალითად მიხაილოვიჩი.

 "დამიჯერეთ, ერთ დღეს მე მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვიქნები.” – განაცხადა სინიშა მიხაელოვიჩმა CorriereDelloSport-თან ინტერვიუში. "ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ჩემს ამბიციებში აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ.”

 ჩემი ოცნებაა, ვიყო ნერაძურას მთავარი მწვრთნელი, რადგან ეს კლუბი მე ყველაზე ძალიან მიყვარს.”

ნანახია: 644 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (5)

ნური შაჰინს "რეალში" ტრანსფერი შემდეგ საქმეები ცუდად მისდის. თურქი ნახევარმცველი სულ რამდენიმე თვეა გუნდში გადმოვიდა და რამდენჯერმე მოასწრო ტრავმის მიღება, ასევე მას არ ეძლევა სათამაშო დრო იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს...

შარშანდელ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, წელს კი "ბლანკოსის" სათადარიგოთა სკამზე მოხვედრაც კი უჭირს, გამომდინარე აქედან, შაჰინი სხვადასხვა შემოთავაზებებს განიხილავს, რადგან ამ ასაკში სათამაშო პრაქტიკის არ ქონამ იგი შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.

ნურის შეძენით ევერტონი ინტერესდებოდა, მაგრამ ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის დროს ინგლისელებს არ უაქტიურიათ, შესაბამისად თურქი მოთამაშე მადრიდში დარჩა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მილანის "ინტერის" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სწორედ თურქი იქნება. იტალიელებს ძალია ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 578 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (1)

მილანის ინტერის ფორვარდმა ჯამპაოლო პაცინიმ განაცხადა, რომ დღევანდელ იტალიურ დერბიში მისი გუნდი არ აპირებს მეორე ნომრად თამაშს და იუვეს მსგავსად, ინტერიც 3 ქულისთვის გადის მოედანზე.
ორივე გუნდს  სჭირდება 3 ქულა, თუმცა პაცინის თუ დავუჯერებთ ფსიქოლოგიური უპირატესობა დღეს ინტერის მხარეს იქნება:

"მოტივაცია არ გვაკლია და ზეწოლა ახლა უფრო იუვენტუსზეა ვიდრე ინტერზე. ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო კარგად ვართ, რადგანაც ყველას აუთსაიდერები ვგონივართ, აი ბიანკონერისგან კი ყველა მხოლოდ მოგებას ელის, რადგანაც ისინი სკუდეტოს პრეტენდენტები არიან."

"იტალიურ დერბიში ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს, რადგანაც ეს ის მატჩია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თავად ტურინელებიც ხვდებიან იმას, რომ დღეს ისინი ურთულესი ამოცანის წინაშე იქნებიან."–განაცხადა "ნერიაძურის" თავდამსმელმა Studio Sport–თან საუბარში.
ნანახია: 567 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (3)

იაპონიის ნაკრების იტალიელი მთავარი მწვრთნელი – ალბერტო ძაკერონი დღეს ღამით ტურინში გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ძაკერონი 2003-2004 წლების სეზონში "ნერაძურის” მწვრთნელი გახლდათ, ხოლო 2010 წლის იანვრიდან ივლისამდე "ბებერ ქალბატონს” ხელმძღვანელობდა…

"ტურინში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რათქმაუნდა "ინტერი” სიტუაციას საგრძნობლად გამოისწორებს. თუმცა ფეხბურთში შემთხვევით შედეგს ვერ მიიღებ. აუცილებლია გქონდეს რწმენა და დამაჯერებლობა, რომ დაამარცხო "იუვენტუსი”. "ინტერს” კი ეს არ გააჩნია. რაც შეეხება ზოგადად ჩემპიონატს, წელს "იუვე” ძალიან მოტივირებული გუნდია, მითუმეტეს ისინი არ თამაშობენ ევროტურნირებზე, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტია.  – განაცხადა ალბერტო ძაკერონიმ.
ნანახია: 584 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (1)

       "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მილანის "ინტერთან" იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩის წინ აღნიშნა, რომ თავის გუნდს შეხვედრის აშკარა ფავორიტად არ მიიჩნევს.

სპეციალისტის თქმით, მილანური გუნდის შემადგენლობაში ძალიან ბევრი უმაღლესი კლასის გამოცდილი ფეხბურთელია, რომლებიც ყოველთვის სახიფათონი არიან.

"ბუქმეკერები "ინტერის" გამარჯვებას 5 კოეფიციენტს უწერენ? მოდით, მათ არ დავეთანხმები. ასეთ მატჩებში აშკარა ფავორიტი არ არსებობს. დიახ, მილანელებს ახლა საუკეთესო დრო არ უდგათ, თუმცა მათ შემადგენლობაში ბევრი ტოპკლასის ფეხბურთელია. ძალიან დაძაბულ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ", - განაცხადა კონტემ
.
ნანახია: 592 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (3)

    "იუვენტუსი” – "ინტერი” - იტალიის დერბად შერაცხული მატჩი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს არამარტო იტალიაში, არამედ მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება ტურინის ახალ "იუვენტუს სტედიუმისკენაა” მიპყრობილი. ტექნიკური სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მსოფლიოს 150 სპორტული ჟურნალისტისათვის სპეციალური ადგილი პრესის ლოჟაში. 270 სპეციალისტი, რომლებიც მატჩის ტრანსლაციას მოემსახურებიან, 30 ვიდეო კამერა გააშუქებს მოედნის ნებისმიერ წერტილში ფეხბურთელების, მწვრთნელების, მსაჯების და გულშემატკივრების თითოეულ მოქმედებას, მოძრაობას თუ ემოციურ ჟესტს. ოფიციალურად მატჩის პირდაპირი ტრსანსლაციის უფლება 160 ქვეყანას გააჩნია.
ნანახია: 561 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (2)

     "სატურნირო ცხრილში ადგილებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მატჩი იგივე დერბია” – ასე დაიწყო პრესკონფერენცია ტურინის "იუვენტუსის” ყოფილმა და მილანის "ინტერის” ამჟამინდელმა თავკაცმა - კლაუდიო რანიერიმ. "უფრო ცუდ მდგომარეობაში მასპინძლები არიან, ვინაიდან თუ გამარჯვებაზე არ ითამაშებენ მათი "მილანთან” დაშორება უფრო შესამჩნევი გახდება, ამავდროულად ისიც იციან, რომ "ინტერს” შეუძლია პირველი მარცხი აგემოს მათ ახალ სტადიონზე და მაინც ფრთხილად იქნებიან. ჩვენ კი დასაკარგი არაფერი გვაქვს, ვიცით რომ ფავორიტები არ ვართ, რაზეც გული მწყდება და მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ მატჩის ფავორიტები. ბიჭები პროფესიონალები არიან და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან. რამდენიმე ხნის წინ "ინტერის” ეპოქა იყო, სამწუხაროდ ეხლა კი ყველაფერი ისე აღარაა. "იუვენტუსიდან” ყველაზე უფრო საშიში ანდრა პირლოა. მოედანზე მათზე მეტი უნდა ვიმოძრაოთ , რათა გავიმარჯვოთ” – აცხა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 570 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (3)



დამდეგ კვირა დღეს, იტალიის სერია А-ს 29-ე ტურში ტურინის "იუვენტუსი” მილანის "ინტერს” მიიღებს.

"ბებერი სინიორა” სკუდეტოს დასაკუთრებისთვის იბრძვის, ტურინელები სატურნირო ცხრილის ლიდერ "მილანს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან, მიუხედავად ამისა, "ბიანკონერის” მცველი ჯორჯო კიელინი მთავარ მეტოქედ "ინტერს” მიიჩნევს.

"ამ დროისთვის "ინტერი” პრესისთვის ძველებურად აქტუალური აღარ არის, თუმცა "ნერიაძური” ჩვენი მთავარი კონკურენტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეხვედრა კვირის ცენტრალური მატჩია”, – საუბრობს კიელინი.

"ინტერს” მძიმე დროება უდგას, ჩვენ კი ბევრად კარგ ფორმაში ვართ, ვიდრე "ნერიაძური”. ვიმედოვნებ, რომ ეს სეზონი "იუვენტუსისთვის” ახალი ერის დასაწყისი იქნება”, – დაასრულა "იუვეს” მცველმა.

ცნობისთვის, მატჩი "იუვენტუსსა” და "ინტერს” შორის კვირას, ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 612 | დაამატა: interista | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (3)

თვალსაჩინოა რომ საიტზე ძალზე შემცირდა მომხმარებელთა რიცხვი და შესაბამისად არც მწერლები არიან ბევრნი გამოდის რომ მარტო მე ვდებ სიახლეებს ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ თუ არ გინდათ ეს საიტი არსებობდეს შევწყვიტოთ საიტზე მუშაობა და გამოდის რომ ინტერს აღარ ექნება საიტი, დარწმუნებული ვარ ეს არავის უნდა. თუ შეგიძლიათ რომ მარტო კომენტარით არ შემოიფარგლოთ და სიახლეც დადოთ დამიკავშირდით ჯერ-ჯერობით კომენტარებში გამოთქვით თქვენი აზრი
ნანახია: 624 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 25.03.2012 | კომენტარი (5)

საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter