კვირა, 22.12.2024, 17:10
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 24
      "მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი და მილანის "ინტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, რომ მილანური გუნდის კრიზისს მოელოდა.

"ინტერის” ეპოქა დასრულდა და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ადრე თუ გვიან, აღნიშნული მომენტი უნდა დადგეს, ყოველთვის ვერ მოიგებ. გუნდში აუცილებელია ახალგაზრდა ფეხბურთელების მოყვანა, რომლებიც ვეტერანებისგან ისწავლიან”, – აღნიშნა მანჩინიმ.

ხვალ, "ინტერი” ტურინის "იუვენტუსს” დაუპირისპირდება, მანჩინი კი ამ შეხვედრისგან უბრალოდ კარგ თამაშს ელის.

"იუვეს კარგი პერიოდი უდგას, "ინტერმა” კი სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე მოსახვედრად უნდა იბრძოლოს. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო მატჩი იქნება”, – დაასრულა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.
ნანახია: 575 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (0)

” იუვენტუსი ”

მეკარეები : 1 . ბუფონი , 13. მანინგერი , 30. სტორარი
მცველები : 3. კიელინი , 4. კასერესი , 19. დე ჩელიე , 15. ბარძალი , 19. ბონუჩი
ნახევარმცველები : 7. პეპე , 8. მარკიზიო , 17. ელია , 20. პადოინი , 21. პირლო , 22. ვიდალი , 27. კრასიჩი , 28. ესტიგარიბია , 34. მარონე .

თავდამსხმელები : 10. დელ პიერო , 14. ვუჩინიჩი , 18. კუალიარელა , 23. ბორიელო , 32. მატრი

” ინტერი ”

მეკარეები : 1. ჟულიო სეზარი , 12. ლუკა კასტელაცი , 21. პაოლო ორლანდონი
მცველები : 4. ხავიერ ძანეტი , 6. ლუსიო , 13. მაიკონი , 23. ანდრეა რანოკია , 25. ვალტერ სამუელი , 26. კრისტიან კივუ , 37. დავიდე ფარაონი , 55. იუტო ნაგატომო
ნახევარმცველები : 5. დეიან სტანკოვიჩი , 14. ფრედი გუარინი , 17. ანჟელო პალომბო , 18. ანდრეა პოლი , 19. ესტებან კამბიასო , 20. ჯოელ ობი .

თავდამსხმელები : 7. ჯამპაოლო პაცინი , 9. დიეგო ფორლან ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 590 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (2)

მილანის "ინტერის” უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი აცხადებს, რომ იგი მზადაა სეზონის ბოლოს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს, თუ ეს კლუბს სასიკეთოდ წაადგება.
ბოლო დროს, "ინტერის” წარუმატებლობაში ხავიერ ძანეტისაც ადანაშაულებენ. 38 წლის უნივერსალს თავდადება ნამდვილად არ დაეწუნება, მაგრამ მას ბრალს იმაში სდებენ, რომ სხვა არგენტინელებთან ერთად, ძანეტიმ ცალკე დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რაც, რა თქმა უნდა, გუნდში ატმოსფეროს აფუჭებს და მწვრთნელს მუშაობაში ხელს უშლის.
"იუვენტუსთან” ისე ვითამაშებ, თითქოს ამას უკანასკნელად ვაკეთებდე. 7 წარმატებული სეზონის შემდეგ, წელს პირველად მოხდება, რომ თავს ზემოთ თასს ვერ ავწევ. "ინტერის” ისტორიაში ერთი ეპოქა სრულდება, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ჩვენ ეს არ გვადარდებს.
თუ "ინტერისთვის” საჭირო იქნება, ივნისში ფეხბურთიდან წავალ” – აცხადებს ძანეტი, რომელსაც მილანური გუნდის მაისურით თითქმის 800-ჯერ უთამაშია.
ნანახია: 569 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (2)

მილანის "ინტერის” ჰოლანდიელი ნახვეამრცველი უესლი სნეიდერი ირწუნება, რომ ბოლო პერიოდში მისი ტრავმისადმი მიდრეკილება ასაკის ბრალია.

"პატარა ბიჭი აღარ ვარ და ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება ტრავმის მოშუშება”, – აღნიშნა სნეიდერმა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამ დროისთვის ლაზარეთში იმყოფება და "ნერიაძურის” დახმარებას ტურინის "იუვენტუსთან” მატჩში ვერ შეძლებს. ცნობისთვის, ივნისში სნეიდერს 28 წელი უსრულდება.
ნანახია: 596 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (3)

ბრაზილიური "ინტერნასიონალის” თავდამსხმელმა, ლეანდრო დამიაომ, იტალიის სერია ა-ში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა, თუმცა იქვე დაამატა, რომ აპენინებზე მისი ფავორიტი გუნდი "ნაპოლია”. 22 წლის ტალანტმა ინტერვიუ Corriere dello Sport – ს მისცა: "სერია ა-ში ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. იტალიაში ასპარეზობა განსაკუთრებით იმიტომ მსურს, რომ იქ ჩემი ორი ფავორიტი თავდამსხმელი ასპარეზობს: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინსონ კავანი. "ნაპოლი” ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ვალტერ მაცარის გუნდს ამის გამო ვაფასებ. შესანიშნავი იქნებოდა კავანის გვერდიგვერდ თამაში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სკუდეტოს "მილანი” დაეუფლება. "ინტერი”? მათ რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი მომავალ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლას აუცილებლად დაუბრუნდებიან.” – განაცხადა დამიაომ.
ნანახია: 588 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (2)

.

როგორც საფეხბურთო "თოქ-შოუს" Il Processo di Biscardi-ს ოფიციალური საიტი იტყობინება "ინტერი" და "მილანი" მართავენ მოლაპარაკებას, გრანდიოზულ ტრანსფერთან დაკავშირებით. "როსონერი" დიდ ინტერესს გამოთქვამს უესლი სნეიდერის მიმართ, რომლის ადგილიც კლაუდიო რანიერის "ინტერში" არ მოიძებნა.
თავის მხრივ "ნერაძური" წინააღმდეგი არ არის, რომ საკუთარ რიგებში ალეშანდრე პატო იხილოს. ბოლო პერიოდში ბრაზილიელი ფეხბურთელი ლაზარეთში უფრო დიდ დროს ატარებს ვიდრე მოედანზე. ამბობენ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით "ინტერის" პრეზიდენტი, მასიმო მორატი არის დაინტერესებული.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება
ნანახია: 570 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (4)

მილანის "ინტერის" ურუგვაელმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ ხშირად პრესა პრობლემას უქმნის მის გუნდს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფორლანს და გუნდის მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერს შორის კონფლიქტია, მაგრამ ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო.

"ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რასაც პრესაში ვკითხულობ სრული სისულელეა, ისინი ათასგვარ ჭორებს იგონებენ"

"მე პატივს ვცემ "ინტერის" ფანებს, აქ იმისთვის არ ჩამოვსულვალ კონფლიქტები, რომ მომეწყო. თუ მე დავუშვებ შეცდომას და ბოდიში მექნება მოსახდელი, აუცილებლად ვიზამ ამას"

"არიან ადამიანები, რომლებმაც იციან თუ როგორ ისარგებლონ გარკვეულ სიტუაციებში. ხშირად მედია პრობლემას უქმნის "ინტერს". ისინი იგონებენ ჭორებს, რომლების სიმართლეს სულაც არ შეესაბამება"-განაცხადა ფორლანმა.
ნანახია: 556 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (2)

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი, მატრი.
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ძანეტი, პოლი, სტანკოვიჩი, ობი - მილიტო, ფორლანი.
ნანახია: 558 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (2)

ამ უქმეებზე დიდი იტალიური დერბი შედგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო იტალიას მოსაწყენად არ ეცლება. "იუვენტუსი" "ინტერის" წინააღმდეგ, ეს ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც კვირას დაგეგმილი პაექრობა იქნება.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც "მილანის" გულშემატკივრები "ინტერს" დაუჭერენ მხარს, რადგან "ბიანკონერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული, "ნერაძური" კი კაცმა არ იცის რაში...

მოკლედ, სატურნირო ცხრილის გადასახედიდან, უფრო მოტივირებული წესით "იუვენტუსი" უნდა იყოს, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე... შესაძლოა, ერთი კონკრეტული მატჩის მოსაგებად სატურნირო მოტივაციის ნაკლებობა და ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლება უკეთესიც იყოს.

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება "ინტერის" გამოცდილმა ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა:

"მეტოქე სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ბევრი რამე აქვს დასაკარგი, ჩვენ კი თავისუფლად ვითამაშებთ. ეს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 566 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (1)

     "მეტოქე სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ბევრი რამე აქვს დასაკარგი, ჩვენ კი თავისუფლად ვითამაშებთ. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ არ ვინერვიულოთ, არ დავიძაბოთ და შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინოთ.

მოგების შემთხვევაში, საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდება და შემდეგ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ. მთავარი ერთი მნიშვნელოვანი მატჩის მოგებაა და კვირას, ამის საუკეთესო შესაძლებლობა გვეძლევა"
.
ნანახია: 577 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (0)

” ყოველი მატჩი ” ინტერის ” წინააღმდეგ , არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი . შესაბამისად მოტივაცია რაც ამ ეტაპზე გაგვაჩნია , სრულებით საკმარისია რათა დავამარცხოთ ნერიაძური . როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ისტორიული მეტოქე ასპარეზობს , მოტივაციასთან პრობლემა არასოდეს გვიჩნდება . ყველაფერთან ერთად , საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვეცდებით შესაძლებლობების სრული მაქსიმუმი ვაჩვენოთ . მათი მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს " – აცხადებს პაოლო დე ჩელიე . ” ჩემპიონატი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და ფინიში რეალურად დაგვანახებს ჩვენს მიერ განვლილ გზას . მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და დარჩენილ 10 შეხვედრაში მეტოქეებს საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავზე . უკვე ამის შემდეგ შევხედავთ , რისი მიღწევა შევძელით
ნანახია: 537 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (1)

ჯიორჯიო კიელინის თქმით, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, "იუვენტუსის” უმთავრესი მეტოქე მილანის "ინტერია”. იტალიელ მცველსა და მის გუნდს "ნერიაძურებთან” საკუთარი ანგარიშები აქვთ: ” რანიერი? ტურინში მუშაობის პერიოდში, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. დიახ, ამ შეხვედრას მედიისგან არც ისე დიდი გამოხმაურება აქვს, თუმცა "ინტერი” ჩვენი უმთავრესი მოწინააღმდეგეა და ამაზე მთელი კვირაა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. წელს მილანელები რთულ პერიოდს გადიან. ყველანი ვგრძნობთ, რომ სტუმრებზე უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით. იმედია, ეს სეზონი "იუვენტუსისთვის” ახალი ერას დასაწყისი იქნება. ” -აცხადებს კიელინი.
ნანახია: 583 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.03.2012 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter