კვირა, 22.12.2024, 17:15
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 28

უცხოური გამომცემლობები აქტიურად იტყობინებიან, რომ მილანის "ინტერი" სერიოზულად არის დაინტერესებული "ბილბაოს" მთავარი მწვრთნელი მარჩელო ბიელსით.

"ინტერში" რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს კლაუდიო რანიერი, მას შემდეგ რაც ამ გუნდმა "იუვენტუსთან" წააგო, ახლა დროებით იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი "ინტერის" ახალგაზრდული გუნდის წინამძღოლია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მას მარჩელო ბიელსა შეცვლის.

"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი მზად არის "ბიელს" შესთავაზოს 7 მილიონი ევრო წელიწადში, სავარაუდოა, რომ ჩილელ სპეციალისტს და "ინტერს" შორის მოლაპარაკება ზაფხულში გაიამრთება.

ნანახია: 585 | დაამატა: pavlena | თარიღი: 28.03.2012 | კომენტარი (6)

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ნახევარმცველმა გაიხსენა ის დრო როდესაც ესპანეთში გადაბარგება გადაწყვიტა...

,,2010 წელს მე ბევრი შემოთავაზება მქონდა, მათ შორის ყველაზე მიმზიდველი ორი იყო მადრიდის რეალი და მილანის ინტერი, თუმცა გადავწყვიტე ესპანეთში გადმოვსულიყავი რადგან ვფიქრობ რომ რეალი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.
მე მხოლოდ 23 წლის ვარ და პროგრესირება შემიძლია. ეს წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსეა ჩემთვის ისევერ როგორც გერმანიის ნაკრებში ასევე რეალში: შეგვიძლია გავხდეთ ესპანეთის ჩემპიონები და მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, ნაკრებს კი შანსი აქვს გახდეს ევროპის ჩემპიონი." განაცხადა მესუთ ოზილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ნანახია: 569 | დაამატა: pavlena | თარიღი: 28.03.2012 | კომენტარი (3)

როგორც ჩანს მიუნხენის ბაიერნის ძირითადი შემადგენლობის არცერთი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

თუკი Goal.com-ს დავუჯერებთ ცოტა ხნის წინ გერმანელებმა კარტალოიურ ბარსელონას ფილიპ ლამის შეძენაზე უარი განუცხადეს. მანამდე კი ლონდონის ჩელსი არ დაუთმეს ახალგაზრდა მსველი ჰოლგერ ბადშტუბერი.

გერმანული პრესა აგრეთვე წერს, რომ მილანის ინტერი ბოლო ორი წლელია ტონი კროოსს ადევნებს თვალს, თუმცახა მიუნხელენებთან შეთანხმება ვერაფრით ვერ მოახერხეს.

Goal.com-ი ირწმუნება, რომ კატალონიელები ლამით მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც აბიდალის ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა, თუმცა როდესაც ბაიერნისგან უარი მიიღეს მთელი ყურადღება ვალენსიას მცველისკენ ხორდი ალბასკენ გადაიტანეს.

ნანახია: 599 | დაამატა: pavlena | თარიღი: 28.03.2012 | კომენტარი (6)

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ოდესმე მილანის "ინტერში" დაბრუნება არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ნერაძურის" სათავეში სხვადასხვა ფრონტზე დიდ წარმატებებს მიაღწია.

"ინტერი" ჩემი სახლია, სახლს კი უბრუნდებიან. ამიტომ შესაძლებელია, რომ ოდესმე დავბრუნდე.

ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ და ამჟამად მისი წარუმატებლობები მაწუხებს. იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში საქმეები გაცილებით კარგად წავა. ფეხბურთელებმა გამარჯვებები ისევ შეიძლება დაიწყონ.

ჩემი ბოლო სეზონი "ინტერში" ფანტასტიკური და განუმეორებელი იყო. ამიტომ ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელები შესაძლოა სირთულეებს წააწყდნენ", - განაცხადა მოურინიომ.

ნანახია: 615 | დაამატა: pavlena | თარიღი: 28.03.2012 | კომენტარი (4)

 

"ინტერის" ფანები სტადიონზე მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ გაზაფხულია; ალესანდრო დელ პიერო ღირსეულად ბერდება; ინგლისში მარტო დალგლიში კი არა, მოსამართლეებიც ბოდავენ; ესპანეთი უკვე მოსაწყენი ხდება - ეს ყველაფერი და რამდენიმე გერმანული აბსურდი "დრიბლინგში":

                                   იტალია ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 588 | დაამატა: pavlena | თარიღი: 28.03.2012 | კომენტარი (3)

"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ უკვე გათავისუფლებული გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კიდევ ერთხელ დაიცვა და ყველა უბედურებაში ჯანპიერო გასპერინი დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ "ნერაძურიმ" სეზონი გასპერინის ხელმძღვანელობით დაიწყო.

"რანიერი შესანიშნავი ადამიანია, ძალიან ჭკვიანი. ვფიქრობდი, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა, ჩემზე ნაწყენი იქნებოდა. მან კი თქვა, რომ კლუბში სამუშაოდ და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად იქნება.

მას მართვის თავისებური მეთოდები აქვს და მიზნის განსახორციელებლად სხვა ტიპის გუნდი სჭირდება. ამ ჩაგდებულ სეზონში დამნაშავე მთლიანად გასპერინია. მან ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი დაშალა, არაფერი გაუკეთებია და კიდევ მუდმივად მოთამაშეებს უჩიოდა. ის ნამდვილად საშინელი მწვრთნელია", - თქვა მორატიმ.

ნანახია: 590 | დაამატა: pavlena | თარიღი: 28.03.2012 | კომენტარი (5)

იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ, რომელიც მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 27 მარტს გაათავისუფლეს, მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ ყველაფერი სწორედ ასე დასრულდა, თუმცა სხვაგვარადაც შეიძლებოდა ყოფილიყო.

ვიცოდი, რაზეც მივდიოდი, რითი შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს ავანტურა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა და არაფერზე ვნაღვლობ.

ჩემს, ახლა უკვე ყოფილ გუნდს, ყოველმხრივ წარმატებას ვუსურვებ", - თქვა რანიერიმ.

ნანახია: 621 | დაამატა: pavlena | თარიღი: 28.03.2012 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter