მთავარი » 2012 » მარტი » 21
ჯიჯი სიმონი, მირჩა ლუჩესკუ, ლუჩანო კასტენილი, როი ჰოჯსონი - აი, იმ ფანტასტიკური მწვრთნელების ჩამონათვალი, რომლებიც 1998/99 წლების სეზონში "ინტერის" სათადარიგოთა სკამზე რიგრიგობით იტანჯებოდნენ. "ნერაძურიმ" იმ სეზონში საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავა, რაც მაშინ იმას ნიშნავდა, რომ "ინტერი" 12 წლის შემდეგ პირველად დარჩა ევროტურნირებს მიღმა. მილანურ გრანდს წელსაც ევროპული ვაკუუმის საფრთხე ემუქრება - მართალია, ამ სეზონში ამისათვის (ჯერჯერობით) მხოლოდ ორი მწვრთნელი იკმარა, მაგრამ ესეც საქმეა.
გარდა იმისა, რომ "ატალანტასთან" 0:0 (თანაც საკუთარ მოედანზე), რბილად რომ ვთქვათ, მორიგი ცუდი შედეგია, რომელსაც კლუბის პატრონი მასიმო მორატი ჯერ კიდევ შესვენებისას გაექცა, ყურადღების ცენტრში ამჯერად დიეგო ფორლანი მოექცა. "ინტერის" ტანჯულმა თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ 65-ე წუთზე გადაწყვიტა, ურუგვაელი თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე გადაეწია,
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტურის გმირი იშვიათი ამბავია, ტურის გმირი მეკარე გახდეს, მაგრამ ის, რაც ანდრეა კონსოლიმ ჩაიდინა, განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს. "ატალანტას" კიპერი "ინტერთან" პაექრობაში ბრწყინვალე იყო და არაერთხელ გადაარჩინა ბერგამოული გუნდი გაშვებულ გოლს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანდრეამ დიეგო მილიტოს თერთმეტმეტრიანი აუღო. ნამატჩევს კონსილი ემოციებს ვერ მალავდა და თვითონვე აღიარა, რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი მის კარიერაში.
ტურის ფრაზა სანდრო მაცოლა (ინტერის ლეგენდა): "გავუშვათ დიეგო ფორლანი სახლში. ის არ იმსახურებს პატივს, იყოს "ინტერის" ფეხბურთელი".
|
"შალკეს” ნახევარმცველი ხოსე ხურადო კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. გერმანული სააგენტოების ინფორმაციით, გელზენკირხენელთა ესპანელი ლეგიონერის შეძენით მილანის "ინტერია” დაინტერესებული და მზადაა, 8 მილიონი ევრო გადაიხადოს. ხოსე ხურადომ მიმდინარე სეზონში "შალკეს” მაისურით 16 მატჩი ჩაატარა. აქედან 8-ჯერ მინდორზე შეცვლაზე შევიდა. გერმანული კლუბის მწვრთნელმა ჰუბ სტევენსმა ახლახან ოფიციალურ კომენტარში აღნიშნა, რომ ფეხბურთელით მთლად კმაყოფილი არაა, აქაოდა დაცვაზე გადართვა უჭირსო.
|
მიუნხენის "ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი ზაფხულში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. "რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელები დიდი ხანია ცდილობენ 28 წლის ჰოლანდიელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამოსდით. "100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ "ბაიერნში” დავრჩები. სადღეისოდ, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ და კონტრაქტი
...
კითხვის გაგრძელება »
|
"ვილიარეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტი მილანის "ინტერში” თამაშის წინააღმდეგი არაა. როგორც იცით, როსი რთული ტრავმის მკურნალობას განაგრძობს. ამის პარალელურად, მისი აგენტი იტალიელი შემტევისთვის ახალ კლუბს ეძებს. როგორც ირკვევა, როსის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, მაგრამ მან შესაძლოა ამ ტურნირზე უარი თქვას, თუ შეთავაზებას მილანის "ინტერისგან” მიიღებს. "ჯუზეპე არასდროს უარყოფდა, რომ მას ტოპ-კლუბში თამაში სურდა. "ინტერს” სწორედ ასეთად მივიჩნევთ. მართალია, როსის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მილანური გუნდიდან წამოსულ შემოთავაზებას უარვყოფთ” – ციტირებს როსის აგენტის, ფედერიკო პასტორელოს სიტყვებს Sky Sports-ი
|
ტურინის "იუვენტუსთან” პრინციპულ დაპირისპირებაში, მილანის "ინტერს” ვესლი სნეიდერი ვერ დაეხმარება. Football Italia-ს ცნობით, 27 წლის ჰოლანდიელს საზარდული ისევ აწუხებს და გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღიც არ იცის. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, ნახევარმცველმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. იგი თანაგუნდელთაგან მოშორებით, ფიზიოთერაპეტთან ერთად გადიოდა აღდგენით პროცესს. "ნერაძური” სნეიდერს არ აჩქარებს და საბოლოო განკურნების მოლოდინშია. ცნობისათვის, "იუვენტუსისა” და "ინტერის” დაპირისპირება 25 მარტს გაიმართება.
| |
|
|