მთავარი » 2012 » მარტი » 23
მილანის "ინტერის” თავდამსხმელ დიეგო ფორლანს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურს. მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე საფეხბურთო ნაკრებში შეზღუდვაა – გუნდში მხოლოდ სამი 23 წელს გადაცილებული ფეხბურთელი დაიშვება. "იმედია, ლონდონში ვითამაშებ, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. შანსს მოუთმენლად დაველოდები. ვიცი, რომ ამისათვის კლუბში რეგულარული თამაშია საჭირო”, - ციტირებს 32 წლის ფორვარდის სიტყვებს Goal.com-ი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ფორლანი არცთუ შედეგიანია – მან მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
|
თავაზობთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.
24 მარტი მილანი – რომა მილანი – ტრავმირებულნი: პატო, სტრასერი, კასანო, რობინიო, აბატე, რომა, ფლამინი. დისკვალიფიცირებული: ანტონინი. რომა – ტრავმირებულნი: ბურდისო, ჟუანი. მსაჯი: მაცოლენი.
პალერმო – უდინეზე პალერმო – ტრავმირებულნი: ბაჩინოვიჩი, სილვესტრე, მილიაჩო. დისკვალიფიცირებულნი: ბერტოლო, მუნიოსი. უდინეზე – ტრავმირებულნი: ბენატია, ბასტა, ბადუ, ისლა. დისკვალიფიცირებულნი: ფლორო ფლორესი, დომიცი, ფაბრინი. მსაჯი: დამატო.
15 მარტი ატალანტა – ბოლონია ატალანტა – ტრავმირებულნი: ბრიგი, მარილუნგო, ბელინი, კაპელი, დენისი. დისკვალიფიცირებული: დონი. ბოლონია – ტრავმირებულნი: რამირესი, გარიკსი, კაზარინი. მსაჯი: ბარაკანი.
ლაციო – კალიარი ლაციო – ტრავმირებულნი: გარიდო, ლულიჩი, კლოზე. დისკვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლეონარდო ბონუჩის აზრით, "იუვენტუსი” "სკუდეტოსათვის” ბრძოლაში "მილანს” კონკურენციას ბოლომდე გაუწევს. იტალიელი მცველი საკუთარი გუნდის ძალებში დარწმუნებულია: ” მიხარია, რომ თასის ფინალში გასვლა შევძელით. იმ ოთხ შეხვედრაში, რომელიც "მილანის” წინააღმდეგ ჩავატარეთ – დავამტკიცეთ, რომ მათთან პირისპირ შერკინება შეგვიძლია. ბოლო-ბოლო, ორჯერ მოვიგეთ და ორჯერაც ყაიმს დავჯერდით. ამან შინაგანი ძალა და საკუთარი თავის რწმენა უნდა მოგვცეს. აქამდე ყოველთვის ვამბობდი, რომ "სკუდეტოსთვის” ბრძოლაში ფავორიტი "მილანი” იყო, ახლა კი ასე ვიტყვი: ფავორიტები ვართ ჩვენც!! თუ მილანელები შეცდომას დაუშვებენ, ჩვენ ამით ვისარგებლებთ! რაც შეეხება კვირას, დავუპირისპირდებით გუნდს, რომელსაც პირადად მე არ ვენდობი. ნებისმიერ ფასად უნდა ვცადოთ მოგება. საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, სამ ქულას უძლიერესი აიღებს. ” -აცხადებს ბონუჩი.
|
'ინტერის'' დირექტორმა მარკო ბრანკამ გამოაშკარავა, რომ ისინი ''უდინეზეს'' ნახევარმცველით მაურისიო ისლათი დაინტერესდნენ.
''ისლა ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს სერია ა-ში.ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელთა დამატებასაც ვაპირებთ მომავალი სეზონისთვის, მაგრამ ჯერ უდინეზესთან არავითარი კავშირი არ დაგვიმყარებია ამ საკითხზე''.
''ინტერს'' ისლას დამატება გაუჭირდება, ჩილელი ფეხბურთელის აგენტმა იანვარში განაცხადა, რომ მისი კლიენტით ''იუვენტუსი'', ''რომა'' და ''ლივერპულიც'' ინტერესდებიან.
ისლა ''უდინეზეში'' 2007 წელს ''უნივერსიდად კატოლიკადან'' გადავიდა, ის სეზონის დარჩენილ ნაწილს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს.
|
დიეგო ფორლან გორასო (ესპ. ˈdjeɣo foɾˈlan; დ. 19 მაისი) — ურუგვაელი ფეხბურთელი. თამაშობს საფეხბურთო კლუბ ინტერში და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში. ორჯერ აქვს მოგებული პიჩიჩი ტროფი და ევროპის ოქროს ბუცი. მან ასევე მიიღო ოქროს ბურთი, როგორც 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ.
ფორლანი დაიბადა ფეხბურთელების ოჯახში, მისი მამა, პაბლო ფორლანი თამაშობდა სან პაულუს შემადგენლობაში 1970-75 წლებში და ურუგვაის ნაკრებში 1966 და 1974 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე და მისი ბაბუა, ხუან კარლოს კორასო (დედის მხრიდან) — ატლეტიკო ინდეპენდიენტეში, არგენტინაში.
ახალგაზრდობის ასაკში სხვადასხვა გუნდებში 4-წლიანი წარმატებული თამაშის შემდეგ ფორლანი შეუერთდა ინდეპენდიენტეს. აქ გატარებული 4 წარმატებული სეზონის შემდეგ ის გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში, ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგაში. მანჩესტერში ის არ გამოირჩეოდა ისეთივე წარმატებული თამაშით, როგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მილანის "ინტერის” თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ სერია А-ს 28-ე ტურში "ატალანტას” წინააღმდეგ მატჩისას მომხდარი ერთ-ერთი სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
მას შემდეგ, რაც მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, "ატალანტასთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრას ბოლომდე არ უყურა და საკუთარი ადგილი ვადაზე ადრე, სასწრაფოდ დატოვა, გაჩნდა ეჭვი, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ამის შესახებ სულ მალე ყველა შეიტყობდა.
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
|