მთავარი » 2012 » მარტი » 30
ინტერი , სუპერ ბიელსა და ტრიუმფი ევროპაში
უმეტესობა მათგანი ალეგრისთან არის …
კატალონიელთა პროტესტი სან სიროს მოედანს ! ის ხელოვნური უნდა გახდეს
მარკიზიო : ” იუვენტუსი იმსახურებს სკუდეტოს! ”
სტრამაჩიონის არჩევანი ფორლანია ! მისი ტაქტიკური განლაგება 4-3-3 იქნება
|
გუშინ "მილანსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ: "ჩვენ ვიცოდით, რომ "მილანი" ძალიან ძლიერი გუნდია, ხოლო ის ფაქტი, რომ ვერ მოვახერხეთ გასვლაზე გოლის გატანა, არც ისე კარგია "ბარსელონასთვის". მოედანი იყო სრიალა, არ იყო მარტივი ასეთ საფარზე თამაში."
"სან სიროზე" თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. სირცხვილია, რომ ასეთ სტადიონზე მოედანი არ მოამზადეს სათანადო დონეზე. "ინტერი" და "მილანი" უკეთეს საფარს იმსახურებენ. "მოედანი ძალიან სრიალა იყო, ამიტომ შესვენებისას ფეხბურთელებს ვთხოვეთ, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა არ მიეღოთ ტრავმა."
ნანახია:
574
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
30.03.2012
|
|
გთავაზობთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.
31 მარტი კატანია – მილანი კატანია – ტრავმირებულნი: ბიაჯანტი, პოტენცა. მილანი – ტრავმირებულნი: ტიაგო სილვა, პატო, ინძაგი, სტრასერი, კასანო, ფლამინი. დისკვალიფიცირებულნი: მესბა, მუნტარი. მსაჯი: ბერგონცი.
...
კითხვის გაგრძელება »
|
მოგეხსენებათ, ოთხშაბათს "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში გასვლითი მატჩი გამართა "მილანთან". კატალონიელები სამშობლოში თამაშის დასრულებისთანავე უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ესპანეთში დაგეგმილი გაფიცვების გამო, "ბლაუგრანას" იტალიაში მოუხდა დარჩენა. გუნდმა გუშინ "ინტერის" სავარჯიშო ბაზაზე ივარჯიშა, თავისუფალი დრო კი ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა მილანის მაღაზიებში "შოპინგებისთვის" გამოიყენეს. აქვე ერთმანეთს მარკო ბრანკა და გუარდიოლა თბილათ გაესაუბრნენ
|
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მომავალი წლიდან "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგება სათავეში.
ამის შესახებ Punto Radio ცნობას ავრცელებს, რომლის თანახმად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილების შესახებ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს თურმე ორი კვირის წინ აცნობა.
მოურინიოს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი დიდი წნეხი და მადრიდელთა მეკარე იკერ კასილიასთან დაძაბული ურთიერთობა გახდა. გუნდის კაპიტანსა და მთავარ მწვრთნელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას არაერთხელ დაიწერა.
იმაზე, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს: შეგახსენებთ, რომ აპოელ-თან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ პერესი გასახდელში ჩავიდა და მოთამაშეებს ნორმალურად მილოცვა მოსთხოვა.
ნანახია:
564
|
დაამატა:
pavlena
|
თარიღი:
30.03.2012
|
|
მილანის "ინტერი" კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ჰავბეკის იბრაჰიმ აფელაის გადაბირებას შეეცდება.
კონტრაქტის მიხედვით აფელაი "ბარსელონაში" 2015 წლამდე რჩება, თუმცა მისი მომავალი კატალონიურ კლუბში კითხვნის ნიშნის ქვეშაა, რადგან კრისტიან ტელიო და ისააკ კუენკა კარგად ათამაშდნენ. ჰოლანდიელს კი ძირითადში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო ცოტა ექნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ნახევარი წელი აფელაიმ ლაზარეთში გაატარა. ამის მიუხედავად, მილანელები მის გადაბირებას მაინც შეეცდებიან.
|
ბოლო წლის განმავლობაში იტალიური საფეხბურთო კლუბების ვალი კიდევ უფრო გაიზარდა და 2,6 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Football Italia იუწყება. ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, 107 კლუბიდან მხოლოდ 19 აღმოჩნდა მომგებიანი. 2010/2011 წლების სეზონში კლუბების ვალი 80 მილიონი ევროთი გაზარდა და 428 მილიონი ევრო გახდა. ამასთანავე, იტალიური კლუბების შემოსავალი 1,2 პროცენტით შემცირდა და 2,5 მილიარდ ევროს მიაღწია. აპენინის ნახევარკუნძულის გუნდების გასავალმა 2,9 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 1,5 პროცენტით მეტია ვიდრე გასულ სეზონში იყო.
| |
|
|