მთავარი » 2012 » მარტი » 16
მორატის ვესლი სნეიდერის განცხადებაზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება - ჰოლანდიელის თქმით, ჯერ კიდევ არ იცის სად გააგრძელებს კარიერას: "ვესლი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისი სხვაგან გაშვების არავითარი სურვილი არ გვაქვს. მისი თქმით, ძალიან უყვარს "ინტერი, თუმცა არ იცის სად გააგრძელებს კარიერას. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებმა გული დამწყვიტა, რადგან სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, ჩემთან საუბარში კარიერის "ნერაძურიში"'დასრულების სურვილი გამოხატა. როგორც ჩანს, ბოლო დღეებში მაცდური წინადადება მიიღო და თავგზა აებნა. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იქ გააგრძელებს კარიერას, სადაც მას ყველაზე მეტად აფასებენ".
|
ძოლამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა წამოიწყო. შესამჩნევი წარმატებებისათვის არ მიუღწევია, მაგრამ წარუმატებელთა კატეგორიაშიც არ ჩაეწერა. მისი ბოლო კლუბი ინგლისური "ვესტ ჰემი” იყო.
"ამბავი მომიტანეს, რომ შესაძლოა "ინტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შემომთავაზონ. მართალია ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია. "ინტერის” გაწვრთნა ჩემთვის ახალი გამოწვევა იქნება. წარმატების შემთხვევაში ამ პროფესიაში უფრო მაღალ მწვერვალებს დავიპყრობ. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ. მოუთმენლად ველი მილანური გუნდის ოფიციალურ შემოთავაზებას” – განაცხადა ჯან ფრანკო ძოლამ.
|
გთავაზობთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.
17 მარტი პარმა – მილანი პარმა – ტრავმირებულნი: გობი, პალადინო. მილანი – ტრავმირებულნი: პატო, ბოატენგი, მერკელი, სტრასერი, კასანო, ნესტა, აბატე, რობინიო. დისკვალიფიცირებული: მექსესი. მსაჯი: ბანტი.
ფიორენტინა – იუვენტუსი ფიორენტინა – ტრავმირებულნი: კროლდრუპი, იოვეტიჩი. იუვენტუსი – ტრავმირებულნი: ბარძალი. მსაჯი: ბერგონცი.
18 მარტი კალიარი – ჩეზენა კალიარი – ტრავმირებულნი: ელ კაბირი, ნენე, სამპაიო, დესენა, ერიკსონი. ჩეზენა – ტრავმირებულნი: გუანა, ფონ ბერგენი, იაკინტა, მარტინესი. დისკვალიფიცირებულნი: პუდილი, ჩეკარელი. მსაჯი: რუსო.
ინტერი – ატალანტა ინტერი – ტრავმირებულნი: სნეიდერი, ალვარესი. ატალანტა – ტრავმირებულნი: ბრიგი, სტენდარდო, ლუკინი, კაპელი, ტირ
...
კითხვის გაგრძელება »
|
"პარმას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ კლუბის ნახევარმცველი სებასტიან ჯოვინკო შეაქო.
მიმდინარე სეზონში 25-წლის ფეხბურთელს 19 ჩატარებულ მატჩში ცხრა გოლი აქვს მითვლილი.
დონადონი დარწმუნებულია, რომ ჯოვინკოს დიდი მომავალი აქვს.
"სებასტიანი დიდ გუნდში გადასასვლელად მზადაა. ის ძოლას მაგონებს და ვიმედოვნებ, რომ ჯოვინკოც ისეთი ბრწყინვალე მოთამაშე იქნება, როგორც ჯანფრანკო იყო”, – აღნიშნა დონადონიმ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ნახევრად ტურინის "იუვენტუსს” ეკუთვნის.
|
„იუვენტუსისა" და „პარმას" 50-50%-იან საერთო მფრლობელობაში მყოფი – სებასტიან ჯოვინკოს აგენტი – ანდრეა დამიკო მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ატომური ჭიანჭველა" უკვე მზადაა ისეთ გუნდში ითამაშოს როგორიც მილანის „ინტერია". ჯოვინკოს მიერ ამ ზაფხულს „პარმას" შესაძლო დატოვებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ თავად ფეხბურთელმა რამდენიმე ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ტრანსფერის კარი ღიაა. ამ სიტყვების შემდეგ, როგორც ჩანს Calciomercat-სთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა გადაწყვიტა ფოკუსირება ერთ რომელიმე კონკრეტულ გუნდზე გააკეთოს.
„სებასტიანი მაღალი კლასის ფეხბურთელი და სერიოზული ბიჭია. ვფიქრობ, რომ ის უკვე საკმაოდ მოწიფულია იმისათვის, რომ ისეთ გუნდში ითამაშოს, როგორიც მილანის „ინტერია". მაგალითად, მას შეუძლია შეცვალოს სნეიდერი. რათქმაუნდა ჰოლანდიელი ჩემპიონია, მაგრამ მორატის ადგილას მე ნებისმიერ წინადადებას მივ
...
კითხვის გაგრძელება »
|
როგორც იცით, დღეს იტალიურ სპორტულ გამოცემებში დაიწერა, რომ შესაძლებელია "ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი "მილანში" ვიხილოთ. თუმცა, დღეს ადრიანო გალიანიმ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც ეს ჭორები უარყო.
"მეც წავიკითხე გაზეთში სტატიები, მაგრამ მის პოზიციაზე ორი შესანიშნავი მოთამაშე გვყავს. ურბი ემანუელსონი და კევინ–პრინც ბოატენგი თავიანთ სამუშაოს თავს ნამდვილად კარგად ართმევენ," განაცხადა გალიანიმ და საუბარი ევრო ტურნირებზე "ინტერის", "უდინეზესა" და "ნაპოლის" მარცხებზე განაგრძო: "სამწუხაროდ, იტალიურ გუნდებს საქმე ცუდად წაუვიდათ. მალე რეიტინგში პორტუგალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები დაგვეწევა."
|
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზეშმა 52 ფეხბურთელის ვინაობა გაამჟღავნა, რომელთაც ოლიმპიადაზე გამგზავრების შანსი აქვთ.
8 ივნისს სია 35-ამდე შეთხელდება, 18-კაციანი განაცხადი კი ივლისის პირველ რიცხვებში გაირკვევა. უშუალოდ საფეხბურთო ტურნირი 25 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება. ახლა კი ბრაზილიის გაფართოებულ შემადგენლობას მთლიანად გაგაცნობთ.
მეკარეები: დიეგო ალვეში (ვალენსია), გაბრიელი (კრუზეირო), ჯეფერსონი (ბოტაფოგო), ჟულიო სეზარი (ინტერი), ნეტო (ფიორენტინა), რაფაელ კაბრალი (სანტოსი), რონან რიბეირო (ატლეტიკო მინეირო) მცველები: ადრიანო, დანიელ ალვეში (ორივე ბარსელონა), დანილო (პორტუ), ფაგნერი, დედე (ორივე ვასკუ და გამა), გაბრიელ სილვა (ნოვარა), გალარდო (ფლამენგო), მარსელო (რეალი), რაფაელ და სილვა (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრუნო უვინი (ტოტენჰემი), დავიდ ლუიზი (ჩელსი), ჟუანი (ინტერი), ლუკას მენდესი (კურიტიბა), ლუიზაო (ბენფიკ
...
კითხვის გაგრძელება »
|
დასრულდა ევროტურნირების მერვედფინალური ეტაპი და უეფამ უახლესი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 5 წლის შედეგებით დგინდება. სწორედ ბოლო ხუთწლეულში მიღებული ქულებით ვლინდება, თუ რომელი ქვეყანა რამდენ გუნდს გაიყვანს ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპის ლიგაზე. სწორედ კლუბების ხუთწლიანი რეიტინგის მიხედვით ხდება მათი განთესვა საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ასე რომ, ყველაზე მოქნილი რეიტინგი სწორედ ესაა. აქვე, ათეულიც 2012 წლის 16 მარტის მონაცემებით: 1. ბარსელონა – 151,865 2. მანჩესტერ იუნ. – 141, 632 3. ჩელსი – 125,632 4. ბაიერნი – 123,703 5. რეალი – 123,703 6. არსენალი – 113,632 7. ინტერი – 104,967 8. პორტუ – 97,869 9. ლიონი – 94,835 10. ლივერპული – 90,632
|
იტალიური "მილანი” თანაქალაქელი "ინტერის” ნახევარმცველის – ვესლი სნეიდერის გადაბირებით დაინტერესდა. Corriere dello Sport-ის ცნობით, ზაფხულში, 27 წლის ჰოლანდიელი კლუბს შეიცვლის. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ სურს და სავარაუდოდ, სნეიდერი "როსონერის” წინადადებასაც სიამოვნებით განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ჰოლანდიელის გადაბირება ინგლისურ კლუბებს – "მანჩესტერსა” და "სიტის” სურდათ. "ნერაძური” ნახევარმცველს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
| |
|
|