"ტოტენჰემ ჰოთსფურის" მცველი თავის ამჟამინდელ კლუბს არ დატოვებს...
პრესა აქტიურად აკვირდებოდა ბეილის იტალიაში გადასვლის ამბებს და კიდეც გაავრცელა ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ FIFA-ს აგენტის, პეპინო ტირენოს თქმით, მოთამაშის სერია A-ში გადაბარგება საეჭვოა:
"იტალიიდან ბევრი გამოთქვამს ინტერესებს ბეილის მიმართ, მაგრამ ბეილის სერია A-ში გადასვლა შეუძლებელია. ამას კატალონიის "ბარსელონას" ფაქტიც გვიმტკიცებს - ეს გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ბეილში 50 მილიონ ფუნტს იხდიდნენ, მაგრამ "ბლაუგრანას" მოუწია ფეხბურთელის შეძენისათვის ბრძოლის დატოვება. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მცველი "ტოტენჰემს" არ დატოვებს".
"ჩელსის" და "მანჩესტერ სიტის" სურთ გარეთის არენდით შეძენა - ეს უფრო რეალურია, თუმცა რაც შეეხება მის გაყიდვას - ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ბეილი გუნდისთვის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა".
|