31 წლის ესტემან კამბიასო, გუშინ "კატანიასთან" სან სიროზე გამართულ მატჩში რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა "ინტერის" მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ის შეცვალა 61-ე წუთზე ახალწვეულმა ანდრეა პოლიმ. ას ყველაფერი ალბათ ჟურნალისტების ყურადღებას არ მიიპყრობდა, რომ არა მისი ცრემლები სრული ამ სიტყვის მესვეობით იმ დროს როდესაც კამბიასო სათადარიგო სკამზე იჯდა "ინტერი" 0-2 მარცხდებოდა სწორედ ეს გახდა მისი ამ საქციელის მიზეზი. "კამბიასომ ნერაძურისტვის ბევრი გააკეთა. მას ძალიან უყვარს ეს კლუბი და სწორედ ამაზე მიუთითებს მისი ცრემლები. ნებისმიერ შემთხვევაში ესტებანი იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა ნერაძურიში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში." გავიხსენოთ, რომ კამბიასო "ინტერში" 2004 წელს გადავიდა მადრიდის "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით.
|