ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის ”იუვენტუსი” სერიოზულადაა დაინტერესებული ”ბოლონიას” ფეხბურთელის რამირესის შეძენით. ამის შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელის აგენტმა პაბლო ბეკანტურიმ გააკეთა: ”დაინტერესება ტურინელთა მხრიდან ნამდვილად არის. თან ძალიან სერიოზული. ტურინელების გარდა ჩემი კლიენტის მიმართ დაინტერესებას ”რომას” და ”ინტერის” ხელმძღვანელობაც იჩენს. მე პირადად ვესაუბრე ”რომას” აღმასრულებელ დირექტორს ვალტერ საბატინის, თუმცა არაფერზე შევთანხმებულვართ. ნებისმიერი კლუბს, რომელიც რამირესის შეძენას შეეცდება, 20 მილიონის გადახდა მოუწევს”, აცხადებს აგენტი calciomercato.com - თან საუბრისას.
|