ფრანგული პსჟ-ს თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მილანის "ინტერის” ფორვარდის – ჯამპაოლო პაცინის გადაბირებით დაინტერესებული არაა. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებული ფეხბურთელებითაც შეძლებს ფონს გასვლას. "ჩვენ გვყავს გიიომ ოარო, რომელიც ბრწყინვალე თავდამსხმელია და პაცინის მსგავსი თვისებები აქვს. მას 100%-ით ვენდობი და ვფიქრობ, გუნდში ჯამპაოლოს საჭიროება არაა”, - განუცხადა ანჩელოტიმ L’Equipe-ს. შეგახსენებთ, რომ პაცინი "ინტერში” 2011 წლის იანვარში, გენუის "სამპდორიადან” გადავიდა. 27 წლის თავდამსხმელმა "ნერაძურის” მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 19-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი