"მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ თავის ყოფილ დამრიგებელ ჟოზე მაურინიოს შესახებ ისაუბრა.
"მაურინიო უდიდესი მწვრთნელია, თუმცა მას ჩემი არ ესმოდა. ის მეუბნებოდა, რომ მე ვერავინ გამიგებდა, მე კი ვფიქრობდი, რომ ის იყო ერთადერთი, ვისაც ჩემი გაგება არ შეეძლო”, – საუბრობს ბალოტელი.
"თუ მას ჩემი არ სჯეროდა, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იყო”, – დაასრულა "სიტისა” და იტალიის ნაკრების ფორვარდმა.
|