მილანის "ინტერის" სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა შეეცადა აეხსნა მისი და გუნდის მდგომარეობა როდესაც მათ ეტოო და ტიაგო მოტა გუნდიდან გაუშვეს. ეჭვგარეშეა რომ ეს ორი ფეხბურთელი გუნდის ნამდვილი ლიდერი და ბურჯი იყო სხვა ფეხბურთელებთან ერთად, მათმა წასვლამ კი "ინტერზე" დიდი ზეგავლენა იქონია გუნდზე, რომელსაც ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც უჭირს. ტიაგო მოტამ კი მისი გუნდიდან წასვლის მიზეზად "ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკა დაასახელა და მან განაცხადა რომ უმოტივაციო იყო გუნდი რაც ეტოოს წასვლამ "ანჟიში" გამოიწვიაო. შეუძლებელია არ დაეთანხმო. ბრანკას არზრით ისინი გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ და იძულებული შეიქმნენ გაეყიდათ ლიდერები.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა საშინელი პერიოდი გვიდგას გუნდში კრიზისია, ეს ნათელია, როდესაც მე არ გუნდში მოვედი ანალოგიური სიტუაცია იყო მაშინ ჩვენ იმ კრიზისს დავაღწიეთ თავი იმედია ეხლაც იგივეს შევძლებთ. ესეთი პერიოდი ყველა გუნდს უდგას ეს არის თაობათა ცვლა დროა გუნდი დატოვოს ძველმა და მოვიდეს ახალი სისხლი გუნდში ეს დრო კი ყველა გუნდისთვის მტკივნეული გადასატანია და არც "ინტერია" გამონაკლისი-განაცხადა ბრანკამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში".
|