"ინტერის” გენერალური დირექტორი მარკო ბრანკა აცხადებს, რომ მისი გუნდი უკვე გარკვეულია სატრანსფერო საკითხებში და ზუსტად იცის ვინ სჭირდება.
"დიდი ხანია რაც სატრანსფერო საკითხებში გავერკვიეთ და საკუთარი შეხედულებები მკაცრად ჩამოვაყალიბეთ ამა თუ იმ ფეხბურთელზე. ახლა ამას ვერ გაგიმხელთ, მოვა დრო და გაიგებთ ვინ გახდნენ "ინტერის” რჩეულები. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აზარის ყიდვას არ ვაპირებთ.
ასევე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ უსაფუძვლოა ჭორი იმის შესახებ, რომ "პორტუდან” ფერნანდოს წამოყვანას ვაპირებთ
|