მიუნხენის "ბაიერნის” ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს. Calcioline-ს ცნობით, გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი” და ლონდონის "ჩელსი” იჩენენ. თავად შვაინშტაიგერიც ამბობს, რომ ძალების მოსინჯვა უცხოეთში სურს. ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ბრძოლაში ფავორიტი "ნერიაძურია”, მილანური კლუბის პრეზიდენტს მასიმო მორატის აქამდეც უნდოდა თავისთან შვაინშტაიგერის ხილვა. უფრო მეტიც, "ინტერის” სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა უკვე გერმანიაშიც კი იყო.
|