ინტერი ამხანაგურ მატჩს ატარებდა ლივერპულთან, იმ მატჩში ანდრეამ პირველად მოირგო შავ-ლურჯთა მაისური. იმ დროს ინგლისურ გუნდში მაიკლ ოუენი იწყებდა გაბრწყინებას. მასიმო მორატი დაინტერესდა რა ღირდა ლივერპულის ფორვარდი. 5 მილიონიო უპასუხეს. მაშინ ჩვენი პირლო 10 მილიონი ღირებულაო, უპასუხა ინტეერის მფლობელმა.
თუმცა პირლო "ნერაძურიში” ვერ ათამაშდა. პირველ სეზონში ანდრეამ მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ისიც იმიტომ რომ იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ ხელფასს 2 მილიონ დოლლარს უხდიდნენ. მაგრამ მომდევნო სეზონის პირველი წრე ისე მიიწურა, სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. მწვრთნელების ხშირი ცვლა მოთამაშეთა გაუთავებელი როტაცია ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელს უშლიდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
1999 წელს ინტერის სათავეში მოსულმა მარჩელო ლიპიმ კი საერთოდ დაიწუნა პირლო და რეჯინაში გაანათხოვრა. იქ კი თავდამსხმელად ჩასული ფეხბურთელი ნახევარმცველად გაამწესეს. პოზიციის შეცვლამ მასზე კარგად იმოქმედა. გარდა ამისა, ანდრეამ თავი გამოიჩინა, როგორც საჯარიმოების კარგმა შემსრულებელმა. პირლო კვლავ ინტერში დააბრუნეს. თუმცა ისევ იმედგაცრუება ელოდა. მთავარმა მწვრთნელმა მარკო ტარდელიმ მასზე საერთოდ უარი თქვა.
ერთმა ჟურნალისტმა პირლოს უიღბლო უწოდა. ამ ეპითეტით ფეხბურთელს კიდევ დიდ ხანს მოიხსენიებდნენ. ანდრეა კვლავ ბრეშაში დაბრუნდა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა კარლო მაცონემ საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა. პირლოს მიერ ჩაჭილი ყოველი გადაცემა ახალი შეტევის დაწყებას ნიშნავდა, იხსენებს მაცონე, რომელიც მოხიბლული იყო ფეხბურთელის პირადი თვისებებითაც - ის ზრდილობიანი მოთამაშეა, ნაკლებს ლაპარაკობს და ბევრს შრომობს, აღნიშნავდა მაცონე.
|