გამოცემის ინფორმაციის თანახმად, კოუტინიო ესპანეთში 6 თვე დარჩება. შემდეგ კი "ესპანიოლს" არ ექნება ფეხბურთელის შეძენის საშუალება და ბრაზილიელი კვლავ იტალიაში დაბრუნდება. მას კატალონიურ კლუბში მეტი სათამაშო დრო ექნება და კვალიფიკაციასაც აიმაღლებს, ხოლო ინტერში დაბრუნების შემდეგ, შანსი ექნება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის.
"მე უნდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემ გუნდელს - თავიდანვე ძალიან მეხმარებოდნენ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა ეგრევე მეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ მე ცოტა ვივარჯიშე ახალ გუნდში. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ, მეტად ვიდრე "ინტერში", მაგრამ ამის მიზეზი ძალიან მარტივია - მე ვთამაშობ პირველ გუნდში, მსურს აქ დარჩენა, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩემ მომავალზე არ ვფიქრობ. მე მსურს მუშაობა, რათა დავეხმარო გუნდს მოხვდეს ევრო თასზე. ჩვენ ყოველი თამაშის წინ ვარჯიშობთ, და ვნახავთ, როგორ გამოიყურება ცხრილი სეზონის ბოლოს. აქ ვარჯიში ძალიან ძნელია, ვიდრე იტალიაში, ყველა ჩვენთაგანი აქ ინტენსიურად ვარჯიშობს". 19 წლის კოუტინიო "ინტერში" 2010 წლიდან ირიცხება. მან ჩაატარა 18 მატჩი და 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე იგი თამაშობდა "ვასკო და გამას" შემადგენლობაში. ფილიპმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი.
|