” ყოველი მატჩი ” ინტერის ” წინააღმდეგ , არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი . შესაბამისად მოტივაცია რაც ამ ეტაპზე გაგვაჩნია , სრულებით საკმარისია რათა დავამარცხოთ ნერიაძური . როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ისტორიული მეტოქე ასპარეზობს , მოტივაციასთან პრობლემა არასოდეს გვიჩნდება . ყველაფერთან ერთად , საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვეცდებით შესაძლებლობების სრული მაქსიმუმი ვაჩვენოთ . მათი მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს " – აცხადებს პაოლო დე ჩელიე . ” ჩემპიონატი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და ფინიში რეალურად დაგვანახებს ჩვენს მიერ განვლილ გზას . მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და დარჩენილ 10 შეხვედრაში მეტოქეებს საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავზე . უკვე ამის შემდეგ შევხედავთ , რისი მიღწევა შევძელით .