მარსელის მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, ჩემპიონთა ლიგის მომედვდნო ეტაპზე გასვლით ძალიან ბედნიერია და ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.
"ინტერთან შეხვედრა ძალზედ რთული იყო ჩვენთვის. მათი სახიფათო მომენტები ჩვენთვის შეიძლებოდა ძალიან ცუდად დასრულებულიყო." - ამბობს დეშამი უეფას ოფიციალურ ვებ გვერდთან იტერვიუში.
"ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი მატჩი. ორივე გუნდს გვქონდა სახიფათო მომენტები. ჩვენ არ გვაქვს იმის გამბედაობა, რომ შეტევაში ვითამაშოთ, თუმცა ყველაფერი სწორად და კარგად გავაკეთეთ, როგორც იტალიაში, ესევე საფრანგეთში."
"ჩვენს თვალწინ გუნდი მაღალი დონეზე მიისწრაფის. სტივ მანდანდამ პირველ ნახევარში გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა, თუმცა 15 წუთით ადრე ჩვენ მაინც მივიღეთ ბურთი საკუთარ კარში. ვიცოდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა გოლის გატანა იყო სტუმრად. ჩვენმა გამარჯვებამ აჩვენა, რომ მთავარი იმედი არ დაკარგო და ბოლო წუთამდე იბრძოლო."
"მოხარული ვართ, რომ გავედით 1/4 ფინალში. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ინჩასები მოდიან და ჩვენს გვერდით დგანან."
|